UNEEKეგ სახლი სამსართულიანია ძმა.
მაგარი პროექტია, თან ბეისმენთიც ჰქონია.
თუ შენ ტერიტორიას იყიდი ტყეში, სადაც მეზობელი არ გეყოლება, აუცილებლად გაითვალისწინე ტრასასთან ახლოს არ იყვეს.
მანქანების ხმაური დაგირღვევს ყველანაირ იდილიას.
შენს ადგილზე მოვითმენდი ცოტას და უკეთეს ადგილს შევარჩევდი.
კი, კედარი ვაშინგტონიდან, ორეგონიდან მოაქვთ აღმოსავლეთში.
მასეთ სახლში ცხოვრება სამოთხეა, ბუნებრივი ხის სუნი დგას, თქვენსკენ კაი თოვლიც იცის, ბუხარი და წავიდა სიამოვნება.
ბეისმენთი მაგარი მოგონებაა.
ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა.
უეჭველი გამდინარე წყალი გქონდეს და ელექტრობა აუცილებლად.
მაგრად გამიხარდა შენი გადაწყვეტილების შესახებ.
მეც იგივეს ვაპირებ, დავხურავ ამ სახლის კრედიტს და შერჩეული მაქვს უკვე ერთი ადგილი.
მთებშია.
მთის ანკარა მდინარე ჩამოუდის, სავსეა კალმახით და ორაგულით.
გარშემო კიდევ, შველი, ELK-ი და დათვი "სტოლის" ფეხით უნდა მოიგერიო.
თავიდან სახლი არა, RV მოიქოქება პარასკევს სამუშაოს შემდეგ, ჩაისვავ მეუღლეს და ჰაიდა ბუნებაში.
მერე ეგეთ სახლზეც შეიძლება ფიქრი, მაგრამ მაგაზე ნაკლებ ზომისაზე.
წარმატებებს გისურვებ, ძალიან მომეწონა შენი გადაწყვეტილება.