Yojikახლა კარგად ვარ სეხნი, იანვრის შემდეგ, ცოტა თვალებში გამოვიხედე.
რა უნდა ვთქვა კაცო, თქვენ ხომ მიდიხართ სხებთან და ისინი მოდიან თქვენთან დღესასწაულებზე?
ჩემთან პირიქითაა.
სუფრა სულ გაშლილი უნდა მქონდეს სკაიპთან.
ერთს მოვუღებ ბოლოს და მერე მეორე მირეკავს, ჰარიქა ჩავუჯდეთო.
არა, ატანა ვიცი, მაგრამ ნამეტანი არაფერი რომ არ შეიძლება ხომ იცი?
იანვარში გავლურჯდი მამლის კუჭივით, ჯანმრთელობის მთელი წლის დანაზოგი, მაგ თვემ წაიღო.
ქუთათურები მყავს ბლომად სამეგობროში და ეგენი ვერა თვრებიან.
მე აქეთ ბომბა ღვინოს ვსვავ, ეგენი ნათხოვარ ჭაჭაზე მეექვსედ დაყენებულ ჭყამპალა ღვინით, გინდა თუ არა ჩვენსავით ყანწებით დალიეო.
ეგენი მომიღებენ ბოლოს.
რაღაც უნდა გითხრა კიდევ.
სანამ წალკის წყალსაცავზე ცივია წყალი, მოახერხე და ხრამულზე გადი.
წალკის ხრამული გემოთი, ხრამისას არაფრით ჩამუვარდება, ოღონდ ცივ წყალში უნდა იყვეს დაჭერილი.
მადლობა მოკითხვისათვის გიო.