Q 7არ გამისინჯავს როგორია ღირს ყიდვა ფასიდან გამომდინარე ?
ჰეისანღმერთმა შეგარგოს
უბრალოDრელაქსაციის ამბავში მეც იგივეს ვფიქრობ კარგი ლუდი განტვირთვის საუკეთესო საშუალებააა და ცუდის მწარმოებლებისთვის ადრე იყო მკაცრი კანონი :
ბაბილონის მმართველმა ჰამურაბმა, რომელმაც მესოპოტამია და ასირიელთა ქვეყანა შემოიერთა, სხვა კანონებთან ერთად, ლუდის წარმოებისა და მოხმარების უმკაცრესი წესი დაამკვიდრა. ბაბილონელები ლუდის სიწმინდეს უმკაცრესად იცავდნენ.
"ქვის ძელი" - ტრაქტატი, რომელიც 1903 წელს სუზში - თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ამჟამად ლუვრში ინახება, დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს.
უძველესი ლურსმნული დამწერლობით მასზე ამოტვიფრულია წარწერა იმის შესახებ, რომ ლუდის არაკეთილსინდისიერი მხარშველი, რომელიც ლუდს წყალს გაურევდა, უმკაცრესი სასჯელით ისჯებოდა: ან თავისივე მოხარშული სასმელით სავსე კასრში ახრჩობდნენ, ან მისივე დამზადებულ სასმელს იმდენს ასმევდნენ, ვიდრე არ მოკვდებოდა. დასჯის სასტიკი მეთოდები იმ გამყიდველებზეც ვრცელდებოდა, ვინც ლუდის ფასს უსაზღვროდ ზრდიდა.
უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი უწოდეს, ქრისტეშობამდე 1700 წლით ადრეა შექმნილი. ასევე, სიკვდილით ისჯებოდა ის ლუდხანის მფლობელი, რომელიც თავის დაწესებულებაში პოლიტიკურ დისკუსიებს დაუშვებდა.
ჰამურაბის კოდექსიდან იმასაც ვიგებთ, რომ იმ დროს ყველა წამალს ლუდს აყოლებდნენ.

„ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, გერმანელი ლუდის მწარმოებლები ხელისუფლებისგან ლუდის სიწმინდის კანონის დაცვას მოითხოვენ. გერმანის ლუდის მწარმოებელთა ფედერაციამ ხელისუფლებას და იუნესკოს მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც მოითხოვენ, რომ კანონი, რომელსაც მალე 500 წელი უსრულდება, ევროპის არამატერიალურ მემკვიდრეობად იქნეს აღიარებული.
ლუდის სიწმინდის კანონი გერმანიაში 1516 წლიდან მოქმედებს და ლუდის დამზადებისას მხოლოდ წყლის, ქერის ალაოს, სვიის და საფუარის გამოყენებას ითვალისწინებს. გერმანიაში 1300 ლუდის ქარხანაა, სადაც 5 ათასი სახეობის ლუდს ამზადებენ.
არანაირი ქიმიური დამუშავება არ გააჩნია გემანულ ლუდებს , იმედია არ თვლიან ქიმიად ,, პასტერიზაცია " — უმეტესად თხევადი საკვები პროდუქტების ერთჯერადი გაცხელება 60 °C-მდე
დღეს ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეანაში გერმანიაში კანონი კრძალავს ლუდში ექსპერიმენტებს .
* * *
ოქტობერფესტის მთავარი პერსონაჟები ლუდი და მისი დამამზადებლები არიან - „დიდი მიუნხენელი ექვსეული“, ანუ მიუნხენის მთავარი ლუდსახარშები:
Hacker-Pschorr - ამ ლუდსახარშის ისტორია მე-14 საუკუნეში იწყება. 1820 წელს ის წამყვანი ლუდსახარში გახდა, როცა მას სათავეში „მიუნხენის ლუდის მწამოებლების მეფე“, იოზეფ პშორი ჩაუდგა.
Hofbräu - ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ V-მ 1589 წელს დააფუძნა და ცხადია, ეს ლუდსახარში დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდა: ჯერ ერთი, ბავარიელ დიდებულებს ლუდით ამარაგებდა და მეორეც, ბავარიის ფარგლებს გარეთ ლუდის „ექსპორტის“ უფლებაც ჰქონდა. სხვათა შორის, ამ ლუდის რესტორანი Hofbräuhaus-ს იმითაცაა ცნობილი, რომ ნაცისტების საყვარელი ადგილი გახლდათ და სწორედ აქ, 1920 წელს ადოლფ ჰიტლერმა პირველად გააჟღერა თავისი პარტიის სამოქმედო პროგრამა.
Spaten-Franziskaner-Bräu - ამ ლუდსახარშის შესახებ ისტორიული ცნობები 1397 წელს გვხვდება, როცა ქალაქ მიუნხენის „გადასახადების რეესტრში“ მოხსენიებულია მისი პატრონი ჰანს ველზერი. ამ ლუდის სამარკო ნიშანი ნიჩაბია, რომელსაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, ის ლუდსახარშის ერთ-ერთი მეპატრონის გვართან, შპატთანაა დაკავშირებული (Spatt გერმანულად „ნიჩაბს“ ნიშნავს) და მეორეც, ნიჩაბი ლუდის ხარშვის ოსტატობის ერთ-ერთი საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოა.
Augustiner-Bräu - დოკუმენტური წყაროების თანახმად, ეს მიუნხენის უძველესი ლუდსახარშია, რომელიც ავგუსტინელთა ორდენის ბერებმა 1328 წელს დააფუძნეს. ამ მარკის ლუდის გატანა ბავარიიდან გერმანიის სხვა რეგიონებში ძალიან შეზღუდული ოდენობით ხდება და ისიც, მხოლოდ ბარებსა და რესტორნებში გასაყიდად. ეს ერთადერთი ლუდსახარშია, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ლუდის მუხის კასრებში შენახვის უძველესი ტრადიცია. გარდა ამისა, ითვლება, რომ ამ ლუდის განსაკუთრებული გემო 230 მეტრის სიღრმეზე არსებული წყაროს წყლის დამსახურებაა.
Paulanerbräu - ესეც ბერების, მაგრამ ამჯერად მინიმთა (გერმანულად, პაულანერთა) ორდენის ბერების დამსახურებაა, რომლებმაც ლუდის ხარშვას ხელი 1634 წელს მიჰყვეს. თავიდან ბერების სიამოვნებისა და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი სასმელი დღეს 16 სახის ლუდს ითვლის (ღია, მუქი, მაგარი, ხორბლის, ოქტობერფესტის, უალკოჰოლო და ა.შ.).
Löwenbräu - ეს ლუდსახარში 1383 წლიდან არსებობს. მისი სახელი და სამარკო ნიშანი მისი შემქნელის დუქანის სახელწოდებიდან „Zum Löwen“ (Löwe - გერმ. „ლომი“) მომდინარეობს.
* * *
sul ertiaმართალი ხარ ,თან შპატენი ღირს 2 ლარი კარფურში მშვენიერი ლუდია
This post has been edited by Maybach on 30 Dec 2014, 15:12
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm
LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''