Maybachრას ამბობ დალოცვილო, GOOGLE GLASS-ის ნორმალური მოდელი 1 800$-ზე მეტი ღირს.
სადაც მე დავბოდიალობ, ეგ თქვენ ჯერ ვერ განახეთ.
იმისთანა ადგილებში მიწევს ყეტიალი, თანაც აკიდებული ამდენი "ხარახურით", იარაღებს თავი დავანებოთ.
ზოგჯერ კაი 30კმ-იანი "მარშ-ბრასოკი" მომირტყია მარტოს, სრულიად მიუსვლელ ადგილებში.
კი გენაცვალე, გადაიღებს უმაღლეს დონეზე, მაგრამ ჩემს საქმეში ვერ გამომადგება, ყოველ მეორე თვეს ახალის ყიდვა მომიწევს, მე კიდევ ერთი მშრომელი და ლუდის მოყვარული კაცი ვარ, სად მაქვს მე მაგდენის საშუალება?
yojik
ამ დილით, ჩემს არეულ-დარეულ გარაჟში ორი ბოთლი დამტვერილი PAULANER-ის "სალვატორი" ვიპოვე.
ამერიგო ვესპუჩის ისე არ გახარებია ამერიკის კონტინენტის პოვნა, როგორც მე მაგ ორი სავსე ბოთლის დანახვამ მომნუსხა.
სასწრაფოდ შევიტანე საჭირო ბოკალი და ბოთლის გასახსნელები კიდევ, ყველგან მაქვს ჩამოკიდული.
იგეთი წყნარი თვალებით გამოვედი სახლში, მეუღლემ გასანიავებლად გაღებული ფანჯრები დახურა.
თან მაგარი მწარე ენა აქვს, ნუ კახელია წარმოშობით და თან ნელნელა ბავშვებსაც იმსგავსებს.
არ იცი რა მითხრა?
შენა ისე იყურები, გაფრენას აპირებო.