1. ჩაი დაატკბე და დაუმატე ცოტა ალკოჰოლი...
ან
2. უნალექო ყავა დაატკბე და დაუმატე ალკოჰოლი...
ან
3. ხილის ტორტს თუ აკეთებ, ხილი ხომ უნდა დასაქრო წინასწარ?
ჰოდა, წვენს რომ გაუშვებს, ცოტა ალკოჰოლი დაუმატე და ცოტაც ადუღებული წყალი,
+შაქარი თუ სიტკბო აკლია...
ალკოჰოლში იგულისხმება არაყი, კონიაკი,ვისკი ან რამე, რაც გაქვს...
გემოს რომ გაუსინჯავ, გემრიელი უნდა იყოს, მე ნახევარი ეგრევე მესმევინება-ხოლმე
თუ არ მოგწონს, ალკოჰოლი სეგიძლია საერთოდ არ უქნა, მაგრამ ძალიან კი უხდება...
დასანამი სითხე უნდა იყოს ცივი ან გრილი, ამიტომ წინასწარ მოამზადე...
პულვერიზატორი თუ არ გაქვს, შეგიძლია ჩაის კოვზით მოასხურო...
თუ წასაღებად გინდა, ძალიან არ დანამო, თორემ დაგეშლება ტორტი...
კიდევ თუ გაინტერესებს რამე, მკითხე