WP-Rex
ქათამს ვწვავთ. აი ბრტყელი ნაჭრები როგორც არის ჩემს ფოტოზე ან ქათმის ნაჭრები ნებისმიერი.
მერე ვურევთ ფქვილს და წყალს, 500-600 გრამი ფქვილი დაახლოებით ნუ რამხელა ჟარონასაც აიღებ იმის მიხედვით. არ უნდა მოზილო ცომი. კოვზით უნდა ირეოდეს, ოღონდ აი ჟარონაზე რომ გადმოასხამ ნელა უნდა გადმოდიოდეს. ხო ცოტა მარილი უნდა მეტი არაფერი. . არც საფუარი და არაფერი უნდა, ანუ არ გეგონოს დამავიწყდა ხსენება. გარდა ფქვილი, წყალი, მარილისა. კარგად უნდა ამოურიო ოღონდ რომ ბურკუტები არ დარჩეს.
ჟარონაზე დაასხამ ზეთს ცოტა და შედგამ რომ გაცხელდეს, თუ არ იზამ მერე მიიკრავს ზედ. ნუ რა თქმა უნდა დუხოვკაში უნდა გამოცხვეს.
ხოდა რომ გაცხელდება ჟარონა გადმოიღებ და დაასხამ ამ ფქვილისგან მიღებულ მასას.
მერე ამ ცხელ ჟარონაზე კოვზით გაადანაწილებ ამ მასას და ჩააწყობ ამ შემწვარ ქათმებს.
ქათმის შეწვისას მიღებული ცხიმი რაც ტაფაზე მორჩა ცოტა მოასხამ იმას ზემოდან, თუ ბევრია ძაან არა, საშუალოდ რომ დაფაროს და შედებ დუხოვკაში რომ ცომის მასა გამოცხვეს.
დაახლოებით 20-30 წუთი უნდა სანამ გამოცხვრება, ნუ გააჩნია დუხოვკასაც.
რომ გამოცხვება ეს უნდა მოასხა თავზე. ისევ შედგამ ცოტა ხანს. 2-3 წუთი მაქსიმუმ და გამოიღებ.
https://en.wikipedia.org/wiki/Creamhttps://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BB%...%B2%D0%BA%D0%B8ეს რუსულად. არვიცი ქართულად რა ქვია. იყიდება ხოლმე, ძაან იაფია.
ასე გამოიყურება საბოლოო შედეგი. ზოგი kljukusa-ს(კლიუკუშა) ეძახის ზოგი kvrgusa-ს(კვრგუშა) გააჩნია ბოსნია ჰერცოგოვინის რომელი ნაწილია.
https://www.google.de/search?q=kvrgusa&biw=...ved=0CAcQ_AUoAgდაჭრი, ამოიღებ მერე თეფშზე და ეგ არის.
ნუ მე დიდი დრო არ მიმდის ამის გაკეთებაზე, ქათმის თხელ ნაჭრებს ვიღებ უცებ იწვება, სანამ ეგ იწვება მანამდე ცომს და ჟარონას ვამზადებ, მერე შევდებ და ვისვენებ სანამ არ გმოცხვება.
ინეტში კიდე ბევრი რეცეპტია მაგისი ოღონდ ყველას ნუ დაუჯერებ. ზოგი კვერცხას უშვება ცომში და არ გამოდის გემრიელი, ძალიან მაგარი კვრეცხის გემო აქვს მერე. ზოგი ვაბშე კარტოფილით აკეთებს.
და ზოგად სხვა ნაწილში სხვანაირადაც აკეთებენ.
ნუ ეს მე ჩემი ბიჭის დედისგან ვიცი. იმ ნაწილში ესე აკეთებენ საიდანაც ეგენი არიან წარმოშობით. ქართული გემოსთვის ყველაზე მისაღები ვარიანტია ეს.
დიდი იმედი მაქვს მოგეწონება შენც.