კიდევ ვაკეთებდით ხოლმე ასეთ რაღაცას . "ოტბივნიე" გეცოდინებათ . ძალიან ადვილია განსაკუთრებით კაცებს მოეწონებათ. უცბად მზადდება. უნდა აიღო საქონლის ხორცის რბილი ნაწილი და დაჭრა დაჭრილი პურის სისქე ნაჭრებად დაახლოებით პატარა პურის ნაჭრებივით რომ გამოვიდეს. შემდეგ ამ ხორცს სერავ დიაგონალურად დაახლოებით 1 სმ დაშორებებით, არა უფრო წვრილად . მხოლოდ სისქის ნახევარზე. შემდეგ გადმოაბრუნებ და მეორე მხრიდან სერავ მხოლოდ სხვა დიაგონალის მიმართულებით . ასე ხორცი მთლიანობას ინარჩუნებს . ( შეგიძლია დავეგვო მაგრამ ასე უფრო იოლია.) შემდეგ ერთ ჯამში გაქვს ათქვეფილი კვერცხი და მეორე ჯამში ფქვილი რომელშიც არეულია მარილი და პილპილი . ( თუ სურვილი გვაქვს სხვა სუნელები). გამზადებულ ხორცის ნაჭრებს ვავლებთ ფქვილში და შემდეგ კვერცხში და ვწვავთ ყიყლიყოსავით. ძალიან გემრიელია .
* * *
WP-Rexზუსტი პროპორციები არ ვიცი . დაახლოებით ნახევარი კილო ხორცი და წვრილად დაჭრილი 3-4 ცალი სტაფილო + ამდენივე წვრილად დაჭრილი ხახვი. ჩვენ საქონლის ხორცით ვაკეთთებდით ჭლე ნაწილით. წესით ცხვრის ხორცით კეთდბა. ხო დირკები

უნდა ჩახვრიტოსავით საჰაროებივით რომ ქონდეს
* * *
ასევე დავწერ ერთ რეცეპტს. უფრო დელიკატესია. აქ რამდენად გააკეთებთ არ ვიცი. სჭირდება ახლად დაჭერილი დიდი თევზი.
გავარჩიოთ თევზი და გატყავებულს ავაჭრათ სუკები (ხერხემლის აქეთ იქით) დავჭრათ პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი გემოვნებით დავასხათ ძმრის ესენცია. ( 1 კგ თევზი+ 2 ს.კ. ესენცია) 1 საათი გავაჩეროთ თავდახურულ ჭურჭელში. ამ ხნის განმავლობაში ავურიოთ ერთი სამჯერ და მივატკეპნოთ. გადაუწუროთ გამოღებული წვენი. დავხრაკოთ 1 დიდი თავი ხახვი ზეთში (4-5 სკ.) დავუმატოთ წმინდად დაფქვილი წითელი წიწაკა + ნიორი და დავასხათ გამოყვანილ თევზს. გადავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მზადაა.
This post has been edited by Maiko Shamugia on 6 Aug 2015, 10:15