პილმენებს ხშირად ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ რადგან ქოთანი არ მაქვს სუპივით ვაკეთებ. მრავალჯერადად დატესტილი და ყველასგან მოწონებულია
ხახვს და ნიორს ვშუშავ კარაქში, როცა დარბილდება და გამჭვირვალე გახდება ვამატებ 200 გრ მდნარ ყველს და ცოტა წყალს, მდნარი ყველი რომ გაიხსნება დაბალ ცეცხლზე (რომ არ აიჭრას არაჟანი) ვამატებ არაჟანს ამოვურევ და ვამატებ მდუღარე წყალს, გალინა ბლანკას 1 კუბიკს, შემდეგ გახეხილ იმერულ ყველს და სულგუნს. სულგუნი აძლევს სწორედ წელვადობას, იმერული ყველი გემოს და მდნარი სისქეს

ამ ყველაფერს რომ ამოურევ მერე ვყრი პილმენებს და დაბალ ცეცხლზე იხარშება. ბოლოში ვუმატებ ცოტა მარილს, წიწაკას, შავ პილპილს და ოხრახუშს. სუფრაზე მიმაქვს ნივრიან და მარილიან სუხარებთან ერთად. ზემოდან მოსაყრელად პარმეზანი თუ გექნება ხომ საერთოდ საოცრებაა.
ამ გამზადებულ მასას თუ გადაიტან ქოთნებში ზემოდან სულგუნს დაახეხავ და ღუმელში გამაოცხობ მიიღებ რესტორანზე ბევრად გემრიელ კერძს. ამდენ რამეს კაფეებში ნამდვილად არ უშვებიან
პ.ს. თუ სისქე არ დაგაკმაყოფილებს შეიძლება 1 სუფრის კოვზი ფქვილის დამატება შესასქელებლად, თუმცა ისედაც ბლანტი მასა გამოდის და არამგონია დაგჭირდეს. თუ სოკო გიყვარს სოკოც ძალიან უხდება.
ეს კი გუშინდელი Red velvet molten lava cake

ბოდიში სურათის ხარისხისთვის, განათება მაქვს სასწაული, ისე ბევრად წითელი იყო
This post has been edited by Blur on 5 May 2015, 11:01