აღდგომას გილოცავთ კარგო ადამიანებო!
მე არ მახსოვდა იუზერი ZEON გვიან შემოვუერთდი ლუდისმოყვარულთა თემას და უფრო ჩემამდე პოსტავდა.
გუშინ ვნახე ეს საშინელი ინFო, სხვა განყოფილებაში.
ჯერ რა პატარა

საყვარელი. 20 წლის ბიჭი.
მერე წავიკითხე მისი პოსტები.
გინესის მოყვარული ყოფილა. როგორი დალაგებული და "დიდური" პოსტები აქვს. ასაკს ვერ მიხვდები, ჩამოყალიბებული კაცია... სადღაც გეგმებზეც წერს, სწავლის გაგრძელება რომ უნდოდა, ბუდაპეშტში მივდივარ ზაფხულშიო...
ღმერთმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი ნიკუშას სულს!
ჩვენ რა შეგვიძლია, უცნობ ადამიანებს?
როცა ჩემ საყვარელ გინესს დავლევ, ყოველთვის გამახსენდება ეს ბიჭი, ფორუმი და ამ ბიჭის დედიკო, რომელიც გადარჩა...დიდი სამძიმარი მას ჩემგან.
სულ 20 წლის იქნება
This post has been edited by )*( on 16 Apr 2015, 16:08