forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  ლუდები - XXIII, საქართველოს ბაზარზე გავრცელებული ლუდები
 
რომელ ლუდს ანიჭებთ უპირატესობას ?
ფრანცისკანერი [ 19 ]  [9.22%]
ვაიჰენშტეფანერი [ 8 ]  [3.88%]
ჰაკერ ფშორი [ 4 ]  [1.94%]
ჰოფბროი (HB) [ 7 ]  [3.40%]
პაულანერი [ 34 ]  [16.50%]
ერდინგერი [ 1 ]  [0.49%]
ჰუგარდენი [ 12 ]  [5.83%]
ლეფი [ 36 ]  [17.48%]
ლა ტრაპე [ 19 ]  [9.22%]
გინესი -მერფისი [ 12 ]  [5.83%]
ნიუქასლი [ 8 ]  [3.88%]
ბერნარდი [ 8 ]  [3.88%]
კოზელი [ 11 ]  [5.34%]
კალტენბერგი ( საქართველო ) [ 9 ]  [4.37%]
სხვა (დაასახელეთ) [ 18 ]  [8.74%]
Total Votes: 206
  
Maybach
Reigns Time Instead Of Tsars


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10625
წევრი No.: 26145
რეგისტრ.: 27-November 06

  გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 12:44  #44966423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

user posted image


აქ წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე გავრცელებული ლუდები , ყველა ვერ მოხვდა სამწუხაროდ რადგან შესაძლებელია მხოლოდ 15 დასახელება .
ლუდების ნაწილი მოხვდა წინა გამოკითხვაში . , მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ლაგერებიდან, რომელი უფრო მოგწონთ ?

1) სტელა არტუა [ 37 ] [21.02%]
2) სხვა (დაასახელეთ) [ 20 ] [11.36%]
3) ჰეინეკენი [ 19 ] [10.80%]


ყველა ნაწილი ძალიან საინტერესოა და ვისაც ლუდი გიყვართ და გაინტერესებთ აუცილებლად გადახედეთ .
ბოლო დროს თემას შემოაკლდა ძველი აქტიური იუზერები .

ერთი კარგი ადამიანი გამოგვაკლდა , გავიხსენოთ ZEON


წინა თემის ტოპ მპოსტავები:

user posted image


წინა თემების ლინკები და ავტორები:

ლუდები, ნაწილი II rockataka
ლუდები, ნაწილი III thug
ლუდები IV Golfer
ლუდები V, LINX
ლუდები VI happy dreamer77
ლუდები VI I Maybach
ლუდები VIII trueman
ლუდები IX Kirchi
ლუდები X Yojik
ლუდები XI nina1992
ლუდები XII Q 7
ლუდები XIII, [LoD]-Bagra
ლუდები XIV Geooo
ლუდები XV Chaosphere
ლუდები XVI Ōyama Iwao
ლუდები XVII happy dreamer77
ლუდები XVIII Maybach
ლუდები XIX elchi
ლუდები - XX WhiteAmerica
ლუდები - XXI Q 7
ლუდები - XXII Livorno



ლუდის ცალკეული სახეობები და კლასიფიკაცია :


Ale (ელი) ზედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ამ ტიპის ლუდების დადუღება ხდება 15-25 °C ტემპერატურებზე, საზოგადოდ, ელის ტიპის ლუდებში ალკოჰოლური შემცველობა უფრო მაღალია ვიდრე ლაგერის ტიპის ლუდებში, ისინი უფრო მუქი ფერისანი არიან, გარდა ამისა ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა ხილის (ვაშლი, ატმის, ანანასისმ ბანანის, ქლიავის და ა.შ) არომატებს და ამის გამო დაჰკრავთ ხილის გემო.

Abbey Ale ძლიერი ბელგიური ლუდი , რომელიც მზადდება ბელგიის მონასტრებში და მას მარხვის დროს უწოდებდნენ თხევად პურს .

Trappist Beer - ტრაპისტების ლუდი , რომელიც მზადდება მონასტრებში , ბერები იყენებენ განსაკუთრებულ საფუარს , ლუდის წარმოება მკაცრად კონტროლდება .

Brasserie de Rochefort - Belgium - 159 -
Brouwerij der Trappisten van Westmalle - Belgium - 1836
Brouwerij Westvleteren/St Sixtus - Belgium - 1838
Bières de Chimay - Belgium - 1863
Brasserie d'Orval - Belgium - 1931
Brouwerij der Sint-Benedictusabdij de Achelse Kluis (Achel) - Belgium - 1998
Brouwerij de Koningshoeven (La Trappe) - Netherlands - 1884
Stift Engelszell - Austria- 2012
St. Joseph’s Abbey- United States - 2013
Brouwerij Abdij Maria Toevlucht- Netherlands - 2014


Saison ლუდი არის ქარვისფერი ან სპილენძისფერი , ზდა დუღილის წესით დამზადებული , მზადდება ბელგიაში ან საფრანგეთში ზაფხულში მაგრამ ისმება მთელი წლის განმავლობაში , ისხმება ლიტრიან ბოთლებში აქვს მომჟავო გემო და მზადდება ველური საფუარით დუღილი მიმდინარეობს ჩამოსხმის მერეც

Lager(ლაგერი) ქვედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ფერმენტაცია იწყება +7 -12 °С ტემპერატურაზე, შემდგომ ის ყოვნდება (ამ დროს ის ღებულობს ნათელ ფერს და ჯერდება ნახშირმჟავათი) 1-3 კვირის განმავლობაში 0 დან +4 °С ტემპერატურაზე. ლაგერის ტიპის ლუდის წარმოება დაიწყო 1840 წლიდან და დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოში (დიდი ბრიტანეთის გარდა) დომინანტურ ლუდის ტიპს. ლაგერი უფრო ნათელი ფერის ლუდია, ელის ტიპის ლუდთან შედარებით ის სასმელად არის უფრო ნაზი, უფრო მეტად მშრალი და ნაკლებად ალკოჰოლური. ლაგერებს (განსაკუთრებით კი pale lager - მკრთალ ლაგერს) განეკუთნება თანამედროვე ლუდების უმრავლესობა.

Lambic (თავისთავად (სპონტანურად) დადუღებადი ბელგიური ლუდი ) - დადუღება ხდება ლაგერის ტიპის ლუდის ტექნოლოგიის მსგავსად, მაგრამ მისგან განხვავებით არა კულტივირებული საფუარების საფუძველზე, არამედ ლუდის წარმოებისას ლუდის ტკბილში არსებული და ასევე ჰაერიდან გადასული მიკროორგანიზმების საფუძველზე.

Frambois - ჟოლოს ლამბიკი

ხორბლის ლუდი (Weizen, Weissbier) - ფერმენტირებული ხორბლის ლუდი, რომელიც 5-5,4% ალკოჰოლს შეიცავს. მას ხილის სასიამოვნო გემო დაკრავს და განსაკუთრებით სამხრეთ გერმანიაშია გავრცელებული. როგორც წესი, ხორბლის ლუდი არაფილტრირებულია. მას თავისი ნაირსახეობებიც აქვს: ხორბლის მუქი ლუდი (Dunkelweizen), ფილტრირებული ხორბლის ლუდი (Kristallweizen).

პორტერი — მუქი ფერის ლუდის სახეობა. პორტერისა და სტუტის ისტორია და განვითარება ერთმანეთშია გადაჭდობილი. სახელი მე–18 საუკუნიდან გამოიყენება და მისი წარმოშობა ლონდონის ცნობილ ქუჩასა და მდინარის მებარგულებს (ინგ. porter) უკავშირდება. მას, ძირითადად, მუქი ალაოსაგან ხარშავენ. სახელი "სტაუტი" მაღალალკოჰოლური პორტერის ზედმეტსახელად ითვლება, მაგალითად როგორიცაა "ექსტრა პორტერი" ან "ორმაგი პორტერი. ტერმინი "სტაუტ პორტერი" მოგვიანებით შემოკლდა და გახდა "სტაუტი".

სტაუტი (ინგლ. stout) მუქი ლუდი, რომელიც მოხალული ალაოს, კარამელის ალაოსა და მოხალული ქერის გამოყენებით მზადდება. თავდაპირველად ირლანდიაში ხარშავდნენ როგორც პორტერის სახეობას. ძალიან პოპულარულია ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში .

მწვანე ლუდი Lá ’le Pádraig или Lá Fhéile Pádraig მწვანე ლუდი მზადდება ირლანდიული ეროვნული დღესასწაუილის წმინდა პატრიკის დღეს , აქვს მსუბუქი ალკოჰოლი და ფერს Iრებს სხვადადასხვა მცენარებიიდან ( სამყურა ) და სხვა ყველა ლუდის მწამოებელს გააჩნია თავის საიდუმლო რეცეპტი , ასევე აძლევენ საკვებ საღებავს .

მზადდება სამყურასგან 2% ალკოჰოლი .

Dry stout შეიცავს უფრო მეტ ალკოჰოლს ვიდრე ჩვეულებრივი სტაუტები

Russian Stout მაღალი დუღილის საფუარებით დამზადებული ბრიტანული ძლიერი ლუდი , რომელიც პირველად მოიხარშა 1760 წელს . არ არის პასტერიზირებული ინახება კასრებში 2 თვის განმავლობაში და მერე ისხმება ბოთლებში Imperial Russian Stout ან Imperial Stout. ( ბევრს სახელის გამო მიაჩნია რუსულ ლუდად მაგრამ არაფერი აქვს საერთო )

Bitter ბრიტანული მაღალი დუღილის სფაურით დამზადებული ღია ფერის მოოქროსფერო ელი , რომელიც გამოირჩევა მშრალი მომწარო გემოთი , არის მსუბუქად დაგაზული

Scotch Ale მაღალი დუღილის საფუარით დამზადებული შოტლანდიური ძლიერი ლუდი , რომელიც ძირითადად გამოირჩევა მუქი შეფერილობით

ალტბირი (Altbi r ან Alt ) - ეს სახელწოდება ლათინური სიტყვისგან altus (ზემოთ) მომდინარეობს. მას სვიის გემო აქვს. პილზნერის მსგავსად ის დაახლოებით, 4,8% ალკოჰოლს შეიცავს. ალტბირის სამშობლოდ დიუსელდორფი და რეინის ქვედა დინება ითვლება.

კელში (Kölsch) - ეს ლუდი მხოლოდ ქ. კიოლნში იხარშება. მას მწარე გემო და სვიის მსუბუქი არომატი აქვს. შეიცავს 4,5% ალკოჰოლს.

პილზნერი (Pils ან Pilsener) - ის შედარებით მწარეა მსუბუქი სვიის არომატით . 4-4,8% ალკოჰოლს შეიცავს. გამოიყენება ქვედა დუღილის საფუარი. განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ გერმანიასა და ჩეხეთში . ამ სახეობის ლუდი 1842 წლის 5 ოქტომბერს პირველად ბოჰემიაში, ქ. პლიზენში მოხარშეს.

შავი ლუდი (შვარცბირი, Schwarzbier) -ლუდს ეს სახელი თავისი ფერის გამო ჰქვია. თუმცა დღეს უფრო ღია ფერის ამავე ლუდის წარმოებაც შესაძლებელია. შეიცავს 4,8-5% ალკოჰოლს. ძირითადად იწარმოება დასავლეთ გერმანიაში.

ბოკ, ბოკბირი (Bock, Bockbier) - 6-10 %-იანი მაგარი ლუდი. მისი ნაირსახეობებია: დოპელ-ბოკი (Doppelbock), მაი-ბოკი (Maibock), ვაიცენ-ბოკი (Maibock), აის-ბოკი (Maibock). ( ბოკ ლუდები არის ზამთრის ლუდები რადგან გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით და შედარებით მძაფრი გემოთი )

რაუხბირი (Maibock) - მუქი ლუდი სპეციფიური გემოთი

ჭვავის ლუდი (Maibock)

მარტის ლუდი (მერცენი, Maibock)

Dunkel მუქი ლუდი (დუნკელი ) მუქი ფერის ბავარიული ლაგერი რომელიც გამოირჩევა არომატითა და გემრიელი სურნელოვანი ქაფით .

Festbeer (Maibock)-ლუდი ფესტბირი (Maibock)-ლუდი, რომელიც იხარშება შემოდგომაზე, ისეთი დღესასწაულებისათვის, როგორიცაა ოტობერფესტი

გემრიელ თემას გისურვებთ !

This post has been edited by Maybach on 23 Jun 2015, 13:27


--------------------
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm

LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3099
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 12:57  #44966600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პაულანერი [ 2 ]  [100.00%]


გაუფილტრავი ...

up.gif
sul ertia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 843
წევრი No.: 171297
რეგისტრ.: 3-August 13

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 12:58  #44966613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ bis.gif
გილოცავთ ახალ თემას, აბა ჰე, აბა ჰო chups.gif
გამოკითხვას რაც შეეხება მე ამჟამად უფრო პაულანერს ვფიქრობ ცალსახად, ან ბერნარდს


--------------------
Master Carp Fishing...
LeBron James...
Badr Hari...
ტეხავს...
Tobuldar
-


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4463
წევრი No.: 26685
რეგისტრ.: 8-December 06

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 12:58  #44966616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პაულანერი

+1
ხორბლის გაუფილტრავებში


ლაგერებში
QUOTE
ჰაკერ ფშორი

=WEST=
IS BEST


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 229
წევრი No.: 203114
რეგისტრ.: 31-May 15

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:01  #44966658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას !!! bis.gif alk.gif

user posted image

user posted image

ჩამოთვლილებიდან ჩემი ხმა - დაუფიქრებლად ლა ტრაპეს
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 63572
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:14  #44966820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
 პაულანერი

რათქმაუნდა love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif



--------------------
არსად არ გარბის ის დაკარგული ტერიტორიები (c) ialoni

===
ギギ
Maybach
Reigns Time Instead Of Tsars


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10625
წევრი No.: 26145
რეგისტრ.: 27-November 06

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:15  #44966828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი ხმა გინესი -მერფისი [ 1 ] [20.00%]
alk.gif

This post has been edited by Maybach on 23 Jun 2015, 13:16
Q 7



******
ჯგუფი: Members
წერილები: 7832
წევრი No.: 42847
რეგისტრ.: 28-September 07

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:40  #44967124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Maybach
კარგია up.gif
გილოცავთ ახალ თემას,
ამ პოლში როგორც ვატყობ პაუ იქნება ერთპიროვნული ლიდერი
ამიტომ ჩემი ხმა ერთერთ ყველაზე ძველ გერმანულ ლუდსახარშს ვაინშტეფანერს alk.gif

user posted image










This post has been edited by Q 7 on 23 Jun 2015, 14:04
გიორგი XII



*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37540
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:41  #44967140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაცურად სად შოულობთ ამ ლუდებს? .


--------------------
ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი
Maybach
Reigns Time Instead Of Tsars


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10625
წევრი No.: 26145
რეგისტრ.: 27-November 06

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:46  #44967184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგი XII

მაღაზია - კრომბახერი - https://www.facebook.com/pages/Beer-Market-...424806500932895
მაღაზია - ბირმანია - https://www.facebook.com/BeermaniaGE?fref=ts

ეს მაღაზიები იმიტომ რომ ხშირად არის აქციები და შეგიძლია საკმაოდ კარგ ფასად იყო კარგი ლუდი

Q 7

გაიხარე

This post has been edited by Maybach on 23 Jun 2015, 13:48
Darkside Of Me)
პრობლემა


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21613
წევრი No.: 162472
რეგისტრ.: 26-February 13

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:48  #44967220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაუმარჯოს ბიჭებს.
როგორ მიდის საქმეები?

ბევრი თუ ცოტა ფიქრის მერე პაულანერს მივეცი ხმა,
არადა ჰუგარდენი-ლეფისკენაც გამექცა რამდენიმეჯერ მაუსი.

Maybach
Reigns Time Instead Of Tsars


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10625
წევრი No.: 26145
რეგისტრ.: 27-November 06

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:54  #44967295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეც ერთი საინტერესო ინფორმაცია :

Der Hamburger Stadtteil St. Pauli will mit einem Speziallack Wildpinklern ans Bein urinieren. Dieser Lack könnte in Zukunft auch gegen andere Hauswandbeschmutzungen eingesetzt werden können - nicht nur in Hamburg.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა იმ ადამიანების „დასჯა", ვინც ქუჩებში შარდავს. ჰამბურგის კლუბური ცხოვრების ეპიცენტრის, სან-პაულის უბნის მცხოვრებლები სერიოზულად წუხდებიან ამ პრობლემით.

ორგანიზაციამ პრობლემასთან ბრძოლის ინოვაციურ გზას მიაგნო. მათ ბევრი კედელი ე.წ. „სუპერ ჰიდროფობიური" ნივთიერებით დაამუშავეს, რომელიც წყალს არ იკარებს და წნევით შესხმის შემთხვევაში, სითხეს უკან ისხლეტს.

ეს მეთოდი საქართველოშიც გამოდგება რადგან აქაც დიდი პრობლემაა ამ მხრივ .

იმედია საქართველოშიც დაინტერესდებიან ამ იდეით .




This post has been edited by Maybach on 23 Jun 2015, 14:02
Andy_Kaufman
MU


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11340
წევრი No.: 66630
რეგისტრ.: 5-July 08

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 13:55  #44967300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ვაიჰენშტეფანერი

alk.gif


--------------------
грузинский хуй бетон ломает
BUGSY_SIEGEL
Kosher Nostra


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 695
წევრი No.: 199356
რეგისტრ.: 10-March 15

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 14:03  #44967419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლეფი

ulaparakod love.gif


--------------------
"My friends call me Ben, strangers call me Mr. Siegel and guys I don't like call me Bugsy, but not to my face."
Q 7



******
ჯგუფი: Members
წერილები: 7832
წევრი No.: 42847
რეგისტრ.: 28-September 07

გამოგზავნილია: 23 Jun 2015, 14:06  #44967449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Darkside Of Me)
გაუმარჯოს

Andy_Kaufman
QUOTE
ვაიჰენშტეფანერი

alk.gif


Maybach
QUOTE
იმედია საქართველოშიც დაინტერესდებიან ამ იდეით .

მეტი არაა ჩემი მტერი biggrin.gif


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0392 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]