აქ ვარ ძამია, გვერდს არ ვუშვებ წაუკითხავს, მაგრამ ვეღარ ვწერ.
მესამე თვეა ლუდი არ დამილევია, ეტყობა რაღაცამ გაჭედა ტვინში,.
უბედურება ისაა, რომ არც მინდება.
ეტყობა დროზე ადრე გადავაჭარბე ლიმიტს.
ჯერ იყო და არაყისნაირებს შევეშვი, მესამე წელია მძიმე ალკოჰოლი არ უსუნთქია ფილტვებს, ახლა ლუდი.
რას წარმოვიდგენდი, მე და ლუდის არ დალევას?!
თეთრ ღვინოზე ვარ შემჯდარი, ისეთ ფორმაში ვარ, ნებისმიერ ქორწილის თამადას თავს ჩავაყოფინებ საცივის მათლაფაში.
არ ვიცი რა მოხდა.
ახლა ქაშაყის ქვირითი მქონდა დამარილებული და ვაშრობ, მაგას ლუდის გარეშე ვერ გეახლები.
ასე რომ, მოგვიწევს სურათების ნახვა.