Maybachერთ რჩევას დავწერ ახლა და ბევრს გამოადგება.
თევზის ტრანსპორტირების ორნაირი ხერხი არსებობს.
ადვილია გაყინო და ისე გადაზიდო, მეორეა ფენაფენა ყინულის ბრიკეტებში გქონდეს, რათა თავისი თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოს და ისე მიაწოდო მომხმარებელს.
გააჩნია რა დისტანციაზე მიგაქვს და გასაღების ბაზარსაც.
თუ არ იყიდება სწრაფად, ასიანი გაყინულს შემოიტანენ.
რამდენადაც მე ვიცი, ატლანტიკის ორაგული შემოდის საქართველოში სკანდინავიიდან, კერძოდ ნორვეგიიდან.
არ არის ეგ ორაგული ველური, თევზსაშენებშია გაზრდილი.
ეგ საშენები კი იმყოფება ოკეანეში სპეციალურად შემოღობილ აუზებში, მაგრამ ის არ არის, რასაც ველური ჰქვია.
თუ გინდათ რომ ამოიცნოთ თევზი გაყინული იყო და მერე გასაყიდად გამოტანის წინ გაალღვეს, თევზის თვალებს დააკვირდით.
თუ აქვს ბლანტი თვალები, ასიანი გაყინული იყო და გაალღვეს.
თუ აქვს კრიალა თვალები, ე მასეთების ყიდვას გირჩევთ.
თავები თუ არა აქვს, აქაც მაქვს გამოსავალი.
აუცილებლად გაჭრილს გაჰყიდიან.
გადაშალეთ მუცელზე და თუ ფლეში "დაიფშხვნა", გაყინული იყო, თუ ელასტიურია, მაშინ ნედლი თევზი გიჭირავთ ხელში.
ეს პოსტი არ წაიკითხონ ორაგულის შემომტანებმა, თორემ დამბრიდავენ.