elchi
Super Crazy Member

     
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
|
#45992472 · 20 Oct 2015, 11:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რავი აბა, ადრე დავწერე ესა. თუ წაიკითხავთ და გაერთობით ცოტას, კარგი იქნება.
80-იანი წლების დასასრულია.
ბიძაჩემს კამაზი ჰყავდა, სად აღარ არის ნამყოფი, მოვლილი აქვს მთელი საბჭოეთი.
ვაგროვებდი თანხას, მეთქი საკუთარი მანქანა უნდა ვიყიდო, მაშინ 18 წლისა გახლდით. ვუყურებდი და ვიღებდი მონაწილეობას, თუ როგორ აგროვებდა მამაჩემი საუკეთესო ვაშლს ქართლის სხვადასხვა სოფლებიდან, აგროვებდა გადარჩეულს და ჰაიდა ღორისტანის სხვადასხვა ქალაქებში. ტვირთი ჩადიოდა, მძღოლი რეკავდა, ეს გადაფრინდებოდა, წინასწარ ჰყავდა "უნივერსამის" დირექტორები შეთანხმებული და სადღაც ერთ კვირაში უკან ბრუნდებოდა.
მეთქი მეც მინდა.
გავყევი ბიძაჩემს ერთ რეისზე, თან ჩემი თანხით ნაყიდი "გოლდენიც" იდო მანქანაზე.
ის ცალკე ამბავია, თუ როგორ ჩავაღწიეთ მოსკოვამდე.
იმ დროს კაი ხოშიან ფორმაში ვიყავი. არ ვეწეოდი, სასმელი ძალიან ცოტა და ვარჯიშით თავს ვიკლავდი.
შევიყვანეთ მანქანა საწყობში და დაცლა დავიწყეთ. ახალგაზრდა ვარ და მგლიჯეს ენგრევე "კუზაოზე". "პლანკიანი" ყუთები ელაგა ბოლოში, ანუ "ბროცკი" ვაშლის ჯიშია ასეთი, 28 კილომდე ადის თითო ყუთი. არ გინდა იმის მოხსნა მეშვიდე "რიადიდან"? თან ამ მაღაზიამ მოინდომა 120 ყუთის მიღება. სულ 500-ზე მეტი ყუთი ეტევა კამაზზე, გააჩნია რა ვაშლია და "პლანკიანია" თუ არა ყუთი. ყველა გახარებულია, რაც მალე დავცლით, მალე წამოვალთ სახლში.
ახლა მე მკითხეთ.
სადღაც 80 ყუთი გადმოვიღე და წადით თქვენი პატრონი დედაც, წავედი ცივი ლიმონათი უნდა დავლიოთქო.
წელს ზემოთ გახდილი შევედი უნივერსამში საწყობის კარებიდან. უშველებელი რიგი დგას. გავხედე და ორი გოგო მუშაობს იმ სექციაში.
ორივე უღმერთოდ ლამაზია, ერთი განსაკუთრებით. აშოტილია გრძელ ფეხებზე და 4D ზომის მკერდი აქვს, თან წკრიალა ზღვის ფერი თვალები, ზედ კიდევ ტრაკამდე ჩამოშლილი ქერა თმა. ყუყი დამემართა იმის დანახვაზე, ანუ "შემოულაწუნე".
ლიმონათი მინდა და მართლა შენია ეგ ძუძუები, თუ მეჩვენებათქო.
გადავარდნენ ორივენი, გაიხია სიცილში მთელი რიგი.
რამოდენიმე ყლუპი ვხიე და "კისლატაა" რა, მეთქი ჯანდაბას ჩემი თავი, ლუდი გამიხსენითქო.
ერთი ბოთლი, მეორე, მესამე, თან ველაპარაკები და მეშვიდეზე რომ ავედი, ბიძაჩემი შემოვარდა, წამო, ელამ ვალიკოს ფეხზე ყუთი დაეცა და დახმარება გვჭირდებაო.
დროებით გამოვემშვიდობე ამ "საშინელებას" და დავუბარე: -უჩემოდ ფეხი არ გაადგა აქედან, თორემ ავაფეთქებ მთელს მოსკოვს და შენც ზედ მიგაყოლებთქო.
როგორც იქნა ჩამოვიღეთ ეს 120 ყუთი. ბოლოს მე სასწორთან ვიდექი და ყველა აწონვაზე ციფრებს ვიწერდი. მაგრამ სულ იმ გოგოს მოჩვენება მედო თავში.
წავიდნენ უფროსები ანგარიშის გასასწორებლად, ანუ ტომრებით რომ გამოიტანონ ფულები. მე კიდევ გაშტერებული ვდგევარ.
ამ გოგოს მეექვსე ბოთლზე ვუთხარი, მგონი მეხუთე იყო, წამო სადმე ოთახი ვნახოთ და შენი ძუძუები დამანახვეთქო. რა უცნაური ხარო, რიგიდან დამიძახა ერთმა შინაბერამ, ეს კიდევ კვდებოდა სიცილით.
ვზივარ შეწუხებული რაინდივით კეხურას ყუთზე და შემოანათა ამ გოგომ საწყობში. დღეს ადრე გავენთავისუფლე, დაქალის დაბადების დღეა და მომზადებისთვის დრო მჭირდებაო. შენ რაც გაინტერესებს, აქ ვერ დაგანახვებ, გამომყევი უკან, სადღაც ოც მეტრში და რომელ პადიეზდშიც შევალ, მესამე სართულზე მარჯვენა კარებს ღიას დავტოვებო.
დავეტაკე ყუთებს, დავაგლიჯე სახურავი რამოდენიმეს. სანამ ცელოფანს იპოვნი, ხელები წინ გამოსწიეთქო,ამოვკრიფე საუკეთესო ღაჟღაჟა ვაშლები და ისედაც გადავსებული მკერდი ამ ხილით დავუმშვენე.
ამასობაში გამოათრიეს დიდძალი ფული დირექტორის ოფისიდან და მე ჩემი წილი გადმომცეს.
მაშინ ასე ხდებოდა, რამოდენიმე მეზობელი შეამხანაგდებოდა და ისე ავსებდნენ კამაზს.
აჰააა, ფულები მააქვს, ამ გოგომ უნდა "დამანახვოს", მეთქი წავედი.
დამეტაკა ბიძაჩემი და შენ თუ ცოცხალი დაბრუნდი, ასიანი მაგარი ნაცემი მოხვალ, თუ არა, მოგკლავენო.
მეთქი უნდა ვსინჯო, ცხოვრება რისკია და ა.შ.
გავყევი ამ გოგოს ძუნძულით.
სახლის კარები გავაღე და გაწკრიალებული დამხვდა იქაურობა. ფეხსაცმელი გავიხადე და "ნასკებიც" ზედ მივაყოლე. იქვე დიდ ზომის "ჩუსტები" ელაგა, მეთქი პარკეტს რომ მასტიკით აპრიალებს, მაშინ იცვავსთქო სადა ხარ? ვიკითხე დაბალ ხმაზე.
აბაზანაში ვარ და მალე გამოვალო.
ამასობაში მივადექი "ტრილიაჟს" და სურათებით არის გადატენილი.
ერთერთ სურათში ეს გოგო ვიღაცა გოლიათთან დგას, თავზე ყვავილების გვირგვინი აქვს და საქორწილო კაბა აცვია. აი, იმ ტიპს კიდევ, მხოლოდ ულვაშები უჩანს, იმდენად მაღალია, ვერ ჩაეტია კამერაში. მერე ერთი გადიდებული სურათი ვნახე და იქ კიდევ ყურები და ნიკაპის ნახევარი არ უჩანს. მეთქი ვინ უნდა იყვეს ეს "ტკაჩენკო". თავი ჰქონდა, როგორც ტრაქტორის "კომშა".
ბოლოს გამობრწყინდა ეს დალოცვილი სრულიად შიშველი, შემდგარი მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე და მიღიმის.
ოე გოგო, ვინ არის ეს? გავიშვირე ხელი და იმ გორილას სურათს დავადე საჩვენებელი თითი.
ჩემი ქმარიაო.
ე, მაშინ დამთავრდა ყველაფერი.
-შე საცოდავო, როდის მოკვდა ეგ გაჭირვებულითქო. აგერ გადიდებული სურათი გაქვს და რამ მოკლა ამხელა დინოზავრითქო.
არა, ცოცხალია, დაგანახვებ ფანჯრიდან იმ ქარხანას, სადაც ის მუშაობს, მჭედელიაო.
მოიტა, ხელს მაინც მოვკიდებ იმას, რაც გაბია, დავრწმუნდე რომ ქალს შეიძლება მართლა ჰქონდეს ამხელა სიმდიდრე და ჩემდა თავად ამ კორპუსის და იმ უნივერსამის ახლო გამვლელის კარგებიცთქო.
აეეეე, გავეშვი გასასვლელისკენ, წავამხე ფეხები ფეხსაცმელებში და ლიწინ-ლიწინით დავეშვი კიბეებზე. "ნასკები" იქ დამრჩა.
მივედი ბიჭებთან და მეკითხებიან, აბა რა იყო და როგორ მოხდა.
მეთქი სეკა ვითამაშოთ და მაგ დრს მოგიყვებით ყველაფერსთქო.
პ.ს. ერთს იმ საღამოს, რომელიც არ მომეშვა და ბოლომდე აინტერესებდა ყველაფერი, მთელი ფული ხომ მოვუგე, ზედ პაპამისის დანატოვარი 9 რიადი ატმის ბაღიც გადმომიწერა.
12 იანვარი, 2015.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|