ამ შაბათს ვარ დაპატიჟებული ამერიკული ფეხბურთის თამაშზე კიდევ.
გაუხმეთ ამათ ცხვირი, რაც ეგ ფეხბურთი არ არის.
უმაგრეს შოუს აკეთებენ და თან ჭიდაობენ რაზე, ეგ ვერ გავიგე.
ქულებს როგორ ითვლიან ეგეც არ მაინტერესებს.
ოოო, სამაგიეროდ, იმ ქალს უკვე ვიცნობ, მერვედ მივდიცარ SKY BOX-ში, ჩეუდებ ჯიბაში ოც დოლარს და ჭიქა სავსე გაქვს მუდამ.
ადრე პინოზე ვაჯაზებდი.
უმაგრესი პინო ნოირი აქვს ორეგონს.
ახლა ადგილობრივ ქარხანაში მოხარშულ ლუდზე უნდა გავრეკო.
წინა წელს ვხიე რამოდენიმე და მაგრა დამაინტერესა, შიმეის აჯობა.
მოკლედ, სველი ტილოები მომზადებული მაქვს, გადავიზილავ კუნთებს და საბრძოლველად მივდივარ.
წინასწარ მოვიკითხე და შემწვარ-შებოლილი ცხვრის ბარკლები იქნება, ათას "ხარახურასთან" ერთადო.
სურათებს წამოგიღებთ.
ალბათ ვიდეოსაც.