აქა მშვიდობა.
მე მაგრად ვამუღამებ ჩინურ სამზარეულოს, კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ კლასიკ-ჩაინა-ბუფეში.
აქაც ეგ ფასია, პლუს თიფსები.
სადღაც 14$-ში რაც გინდა მიირთვი და რამდენიც გინდა.
ახლა გადააკეთეს და ცალკე განყოფილება დაამატეს, სადაც პოვარი გაგიკეთებს შენს გემოზე, რასაც გინდა.
რა ვქნა, პოლში ხინკალს და ქაბაბს მივეცი ხმა, მაგრამ თევზეულზე და ზღვის პროდუქტებზე გლახათა ვხდები.
ყველანაირი საჭმელის ძააალიან დიდი არჩევანი აქვთ.
ხბოს ხორცისგან წვნიანს აკეთებენ, ვერ გაარჩევ ჩაქაფულისგან.
მაგ რესტორნის ნაკლი ისაა, რომ ალკოჰოლიური სასმელები არა აქვთ, თან არც შეტანა შეგიძლია.
თორემ, აიღე ერთი ექვსბოთლიანი რამე ბელგიური და წამოწექი მერე იქ.
და ერთი კიდო, იმ რესტორნის მენეჯერი დასანახად ვერ მიტანს.
ერთხელ ვეღარ მოითმინა და სად ჩაგდის მაგდენიო?