მე კიდევ იმდენ ფარშს ვდებ გახვეულში, შვიდ ცალს ვერ გასცდები.
თან რო დაურახუნებ გაყინულ არაყს და მერე ლუდით გააგრილებ ყელსა, მერე მიდიხარ სამოთხეში დროებით.
გავედი აქედან, მგონი კიდევ მთვარლი ვარ.
პ.ს. ერთხელ მაგრა დაუდეთ და რაღაცა შხამი ვსვით მთელი ღამე.
დილაა და როგორც იქნა გამეღვიძა, თვალებს ვერ ვახელ ისე ვაარ, აუ, მეთქი ის მკვდარი იქნება.
ჩავიცვი და გადავაკითხე ძმაკაცს.
ფაქტიურად მკვდარია, მაგრამ მაინც სუნთქავს.
ავითრიე როგორც იქნა და ჩავიტანე მალაკნებზე.
ადრე სახინკლე გვქონდა იქა.
სიარულის თავი არცერთს არა გვაქვს, ამიტომ შორს ვერ წავედით, ორიენტაციით დავდივართ, ანუ მე დავათრევ ამას.
სანამ ხინკალი მოიტანეს, მანამდე სამ-სამი ვხიეთ გაწამებულებმა და ცოტა ფერებში გარჩევა დავიწყეთ, რა ხდებოდა გარშემო ვერა ვხვდებით.
არაყს თან ლუდს ვაყოლებდით და იმ სითხეს, ლუდისა არაფერი ჰქონდა.
მაიტანეს ხინკალი.
სუნთქვა გიჩერდება მაგ დროს.
დავუშვი ენგრევე ერთი დაუღეჭავად და მეორეს რომ შევუდექი, ვეღარა ვქაჩავ.
გავხსენი ხინკალი და დაკეპილი ქონი და მწვანილი გადმოვიდა თეფზე.
პოვარი არაფერ შუაში იყო, ჩვენს სასიკეთოდ იმ "ზავედენიის უმფროსი" იქ იმყოფებოდა, დავუძახეთ, მოვიყვანეთ სუფრასთან, ვაჭამმეთ ის ხინკალი და რაც იმას მოხვდა მერე თავ-ყბაში, მტერს არ ვუსურვებ.
პ.ს. შენით რომ გააკეთებ, იცი რაც არის და გამეტებით შეუტევ.
ენგრეა ესა.