Maybachქაბაბს შემდეგნაირად ვაკეთებ, არავითარი ტაფა და ღუმელი კიდო, მხოლოდ წალამი და მუხის ნახშირი, ან ვაშლის, ბლის, მსხლის ნაკვერცხალზე.
ხორცის ბევრნაირი კომბინაცია შეიძლება გაკეთდეს.
ცხვარი ძვირი ღირს აქ, ამიტომ ვიღებ საქონლის ჭრელ ხორცს, სადღაც ერთ კილოს და იგივე რაოდენობის ღორისას, ისიც ცხიმიანი უნდა იყვეს.
ინგრედიენტები მაგ 2კგ ხორცისთვის:
ორი საშუალო ზომის თეთრი ხახვი.
4-5 კბილი ნიორი.
ნახნახევარიLOL კონა ქინძი და ოხრახუში.
შავი პილპილი და მარილი.
ორჯერ ვატარებ ხორცსაკეპში ყველაფერს ერთად.
ვინახავ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
ფარშს ბევრი მოზელვა სჭირდება.
ცეცხლი როცა დანავლებულია, ვიწყებ შამფურებზე წამოგებას, გვერდზე მეც თბილი წყალი მიდგია, რათა არ მიმეკროს ფარში.
თავიდან როცა ვალაგებ შამფურებს, მალმალე ვატრიალებ, ერთი იმდენი გაჩერდეს ზედ, მერე მორჩენილია საქმე.
ლავაშში გახვეული ყველაზე გემრიელია.
გამოდის კაი წვნიანი, ვამატებ კოწახურს, ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, ოხრახუშს და რომელიმე საწებელს, ან ტყემალს.
ა ბატონო, ფაქტები სახეზეა.

