მოგესალმებით მეგობრებო

გაგიზიარებთ ჩემ ჩეხურ შთაბეჭდილებებს, ჩეხური ლუდის დიდი მოყვარული არ ვარ გერმანულს ვამჯობინებ მაგრამ სხვა მოლოდინით ვარ რაკი იქ მივდივარ მეთქი დავწერე.
იქ ყოფნისას თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ლუდი გავსინჯე:
პილსნერ ურქუელი, კოზელი, სტაროპრამენი, გამბრინუსი, კრუშოვიცე
სასტუმროს და საქმიანი ვახშამის თანხები სრულად ფინანსდებოდა ასე რომ ხშირად სასტუმროში ან რესტორანში მიწევდა დალევა და იქაც სულ ლუდს ვსვამდი, მაშინაც კი როცა ყველა ღვინოს სვამდა. მაგრამ აქედან წასულს ჩეხეთში რა დამალევინებდა ღვინოს.
პრაღის აეროპორტის კარი გაიღება თუ არა ეგრევე პილსნერ ურქუელის რესტორანი გხვდება და საერთოდ პრაღაში იგრძნობა რომ ურქუელი ნ1 ლუდია.

პირველ დღეს წავედი უცნაურ ლუდის ბარში, შეკვეთას აძლევდი და მატარებელს მოჰქონდა შენთან შეკვეთა

იქ ჰქონდათ კრუშოვიცე რომლითაც დიდად აღფრთოვანებული ვერ დავრჩი.

ამის შემდეგ სხვადასხვა ბარებში ვსვამდი სტაროპრამენს, ურქუელს, ბუდვაიზერს... სტაროპრამენი კარგი იყო ნამდვილად.
ქუჩაში ისეთი ხორცეული იყიდებოდა ლუდს რომ უხდება ძალიან:

აი ბოლო დღეს კი ფორუმზე რეკომენდაცია გაწეულ ბარს ვესტუმრე, BREDOVSKÝ DVŮR ჰქვია და თუ როდისმე პრაღაში მოხვდებით აუცილებლად მიდით აქ რადგან ისეთი პილსნერ ურქუელი აქვთ რომ შეიძლება პრაღაში არც იყოს მსგავსი... სასწაული და საოცრებაა აქვთ. ფეხბურთის მოყვარულებსაც ესიამოვნებათ კედლებზე ნედვედის, ჩეხის, როსიცკის, პანენკას და სხვების მაისურები ჰკიდია.
გულიაშთან გეახელით ურქუელი და შავი კოზელი,ორივე დიდებული იყო. მგონი აქაური ურქუელი საუკეთესო ლუდი იყო რაც დამილევია, შეიძლება აღფრთოვანებულს მომეჩვენა არ ვიცი.


1 ცალი ლუდის კათხის დასადგამიც ჩავიჯიბე სამახსოვროდ და საეშმაკოდ და წამოვედი

მაღაზიებში რაც შეეხება ლუდს ღირს ძალიან იაფი. 1 ევრო არის 26 კრონა. მხოლოდ ურქუელი ღირს 1 ევრო დანარჩენი ამის ნახევარი, ზოგი 13 -14 კრონა ღირს რაც ჩვენ ფულზე 1 ლარია ალბათ

წამოვედი, მაღაზიაში ბოლოს ძალიან ვჩაქრობდი და ურქუელი არ ჰქონდათ ამიტომ 3 ბოთლი სხვადასხვა ლუდი გამოვიყოლე და გამოვფრინდი.

და ესეც ბოლოს სამახსოვროდ პრაღიდან მაცივარზე მისაკრობი მაგნიტი ლუდის გასახსნელი


ეს იყო მოკლედ, ამის შემდეგ ალბათ ყოველ ბოთლს პილსნერ ურქუელს პრაღის გემოზე დავლევ