thugძალიან მძიმე პროექტი მქონდა, თანაც ძალიან მძიმე ხალხთან მომიწია მუშაობა./სუპერმარკეტის რიმოდელინგი გავაკეთეთ./
გუშინ როგორც იქნა მოვრჩი, თან ღამის სმენაში უბერავდით 12-14 საათები და არავითარი უიქენდი.
მეთქი თავი უნდა დავიხრჩო და მართლაც რაა.
დღეს რომ გავიღვიძე, ვერ დავიჯერე ცოცხალი რომ ვარ.
IPA-უბერე იმ ქარხანაში დაუზოგავად, მაგარი რამეა.
შემხვდა ახლობელი და წამო ჩემთან რემონტი დავამთავრე და შემიმოწმეო.
ერთად ვთევზაობთ ხშირად და ასე გამოდის რომ უარს ვერ ვეტყოდი.
ამ შემოწმება-დათვალიერებაში კი შემომესვა ერთი ბოთლი ბურბონი.
იცოდა წინა დღეებში დაბდღე მქონდა და მის მეუღლეს უყიდია ეგ ბურბონი ჩემთვის საჩუქრად.
ის ქალიც მაგარი რიბაკია, ორივეს გვჯობნის.
მოვედი სახლში და მეთქი ბალიში სად არის ბლიად, ერთი სული მაქვს მივეყუდო რამეს.
სახლში არავინ დამხვდა, წავკოტრიალდი დივანზე და ზარია.
გავაღე და ძველი ნაცნობი იკრიჭება.
ვერცერთი ჩვენი პოლიტიკოსი ვერ ილაპარაკებს იმდენს, რასაც ეს ახერხებს წამებში.
შეხედავ და ჭიაყელას ჰგავს, არადა მაგრა თოხლაობს, თავისუფლად ქაჩავს ჩემს გაკეთებულ 25 ხინკალს.
ერთი ქვაბი ტოლმა დაახურდავა ნახევარ საათში, თან დალევის ხასიათზე ვარ და აგერ ღვინოც მოვიტანეო.
5 ლიტრიანი ჰქონდა მოტანილი.
მოკლედ, მგონი კიდევ ერთხელ გადავრჩი.