ბადრიჯანი ყაბაყი ბულგარულები ხახვი სტაფილო იჭრება კუბებად. პომიდორი იფცქვნება და ისე იჭრება წვრილად. ბიორი იჭყლიტება ან წვრილად იკეპება. მწვანილი იჭრება
1.
ღრმა ტაფაზე ვასხავთ ზეთს და ვდგავთ დაბალ ცეცხლზე.
რომ შეთბება ვყრით ხახვს სრულად, სტაფილოს სრულად და ნიორის ნახევარს. მეორე ნახევარს ვინახავთ.

2. 2-3 წუთის შემდეგ ვაყრით ბადრიჯანს და ყაბაყს. ეს ორო ბოსტნეული ზეთს მთლიანად შეიწოვს. მაგრამ ზეთი არ ჩაამატოთ. ცოტა ხანში გამოვა უკანვეო შეფმა თქვა და ეგრეც მოხდა

3. დაკეპილ პომიდორზე ვამატებთ 2 ს/კ ტომატს და წყალს ზომიერად და კარგად ვურევთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გამოვა. თუ კარგი პომიდორია ტომატო არ დაგჭირდებათ ან ნაკლები ეყოფა.
არც მთლად წყალწყალა არ გამოვიდეს.

4. ტომატისა და პომიდვრის მასას ვამატებთ ტაფაში და ვაყრიტ ორეგანოსა და ბაზილიკს ან ნებისმიერ სასურველ კომბინაციას სანელებლების. გემოვნების მიხედვით

5. გაზქურას ვუმატებთ ალს და მწვანილს ვჭრით.

ამასობაში წამოდუღდება ტაფაზე არსებული მასა. სურვილისამებრ დროდადრო ვურევთ ხის კოვზით ან რაც მოგვივარდება იმით. დანას და თითებს ნუ ჩაყოფთ ეხლა
6. ორიოდე წუთის დუღილის შემდეგ ვამატებთ ბულგარულს.

7.მწვანილსა და დარჩენილ ნიორს ვყრით ტაფაში. ვამატებთ სანელებლებს. მარილი პილპილი და ა.შ. და ვირევთ


სულ ორი წუთი ადუღეთ და ამოურიეთ. თან გემო შეამოწმეთ რამე არ აკლდეს. სემდეგ გამორთეთ და მიირთვით

გაითვალისწონეთ.
1. ტელეფონიდან ვტვირთავ და შეიზლება ფოტოების თანმიმდევრობა ამერია
2. ბულგარული და მწვანილი ბოლომდე არ იქნება მოთუშული. ოდნავ უმია. უფრო ფრეშის ანუ ახლის გემო აქვს ასე. უხდება სხვათაშორის
3. ცოტა ხანს თუ გააჩერებთ ჭურჭელში ამოღებულს. გემო უფრო გაუჯდება და ზეთს გაიკეთებს რომელიც შეგიძლიათ კოვზით ფრთხილად ამოაცალოთ