დღეს გაკეთებული არა, მაგრამ რამდენიმე თვის დაგროვებულებს ავტივრთავ.
ხანდახან შაბათ კვირას ვჩალიჩობ ხოლმე, ძირითად ნაწილს მე და ხანდახან ცოლიც მეხმარება ან 1000-ში ერთხელ მეგობარი ვინმე თუ მოვიდა.

1. ეს პირველი რაც ახალი სახლის და გაზქურის ყიდვის შემდეგ ვცადე. მანამდე ჩემით არაფერს ვაკეთებდი.

იხვი
თაფლი
წითელი ღვინო
მწვანე ვაშლი
ფორთოხალი
ბროწეული
ნიორი წიწაკა მარილი
კარტოფილი და 4 საათი წვალება
2.

პენე ტუნათი და პამიდვრით

კიდე რაღაცეები აღარ მახსოვს.
3.

მოხარშულ-დაბრაწული ქათმის ფილე წიწაკაში და მარილში ამოვლებული.
სალათის ფურცელი.
დაბლენდერებული: ნიორი, ლიმნის წვენი და ყველი (ალპური)
4.

ქათმის ნაგეტსები:
ქათმის ფილე.
კვერცხი, რძე, ქოქოსის ფანტელი, საფანელი, ფქვილი.
ზეთი, მარილი, პილპილი.
ჩილის ცხარე სოუსი და ლიმონი
5.

სახლის ჰოთ დოგები. ძაან გემრიელი გამოვიდა, სოსისი ფრანკფურტერი იყო მგონი და მწარე წიწაკაც ძაან მოუხდა.
ამას ვერ მივითვისებ, მეგობრებმა ვიჩალიჩეთ ერთად.
6.

პილმენის სუპი, მე და პახმელია განუყრელებივით ვარ, ამიტომ ხშირად ვმეგობრობთ ხოლმე მე და ეს სუპი, ცხონებაა პახმელიაზე.
პილმენი, ნიორი, მწვანილები, ყველი, ბულიონის კუბი.
7.

სასისკები ფენოვან ცომში და მდოგვში (ქათმის და ღორის).
აი მართლა ძაან გემრიელი გამოვიდა , არ მეგონა თ მოვახერხებდი.
8.

აეროგრილში შემწვარი ქათმის მწვადი (ფილე) სოიოს და ნივრის მარინადში რამდენიმე საათის გაჩერების შემდეგ.
ყველაზე ხშირად ამას და იგივე მეთოდით ფრთებს ვაკეთებ ხოლმე. ყველაზე ადვილად და გემრიელად გამომდის.
9.

იგივე ერთით ზევით რაც დავწერე + ქათმის ფრთები.
ოღონდ მეორანირადაც ანუ მაიონეზი, აჯიკა & ნიორში ამოვლებული.
მე სოიოთი უფრო მომწონს.
10.

ჭამა რომ მიყვარს წონაც მაწუხებს, ასე თუ ისე, ამიტომ დიეტა მიწევს ხოლმე და ამ დროსაც რაღაცეებით ვიხალისებ ხოლმე თავს
ლიმონის წვენში ამოვლებული და აეროგრილში შემწვარი სიომგის ფილე ნივრით/ორეგანოთი/რეჰანით
+ პამიდვრის წვენი
11.

გრანდიოზული კალმახი გრილში, ლიმონით, სოიოს სოუსით და ორეგანოთი
12.

ესეც პაჩწი დიეტური აკროშკა, კარტოფილის გარეშე.
მაწონი-წყალი, კიტრი, პეტრუშკა, ქინძი, კამა, მწვანე ხახვი, ნიორი, ბოლოკი, მოხარშული საქონლის ხორცი, წიწაკა, პილპილი.
13.

სპაგეტი ჰაგისით (Haggis) და ჩერი პამიდორით. ეს ჰაგისი ჩამომიტანეს და რაღაც ცხვრის კუპატივით ტიპია, შოტლანდიელების ეროვნული საჭმელია
(Haggis - the national dish of Scotland, a type of pudding composed of the liver, heart, and lungs of a sheep, minced and mixed with beef fat, onion, cayenne pepper, and other spices. The mixture is packed into a sheep’s stomach and boiled.)
14.

ჰოუმეიდ ბურგერზ. ესეც მეგობრებთან ერთად.
საქონლის და ღორის ფარშით გავაკეთეთ კატლეტი.
ნუ კეტჩუპი, მაიონეზი, ხახვი, სალათის ფურცელი, მჭავე კიტრი და რაღაც მაღალცხიმიანი ყველი.
15.

სახლის ქათმის შაურმა.
შეხვევა დასამუღამებელი მაქვს, ზოგი ესეთი, ზედმეტად განიერი გამოვიდა, ზოგი უკეთესი.
ლავაში, პამიდორი & კიტრი, ქათმის ფილე, ხახვი, სალათის ფურცლები, ქინძი, წიწაკა.
სოუსი: მაიონეზი, ნიორი, წითელი პილპილი, მარილი, ძირა.
This post has been edited by nDroid on 12 May 2016, 21:30