ოოო, ჩაქაფული ერთერთი ისეთი რამ არის, რასაც ვერაფრით ვერ წაგვართმევენ "მოსუყვარულე" მეზობლები რომ გვყავს ისინიც კი.
მომზადებაა მთავარი და ხორცის შერჩევა.
ნეკნები აუცილებლად, რბილობიც აუცილებლად და მოგიწევთ ცხიმის დამატება.
ცხიმის გარეშე გამოგივათ "მშრალი".
ფენა-ფენა უნდა ჩალაგდეს ქვაბში ბევრ ბოსტნეულთან ერთად, როგორებიცაა მწვანე ხახვი, ტარხუნა დიდძალად, წიწმატიც შეიძლება, ცოცხალი ქინძი და ოხრახუში, თუ მწარე გსიამოვნებთ, რამოდენიმე მწარე წიწაკაც დურთეთ მაგას, და მერე ხილიც, ანუ დაუმწიფებელი ტყემალი, ან ალუჩა.
წყალი იმდენი დაასხით, ჩადებულის ზედაპირი დაიფაროს.
არაფრის დიდებით ქაფი არ მოხადოთ, მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული მაგ კერძს.
არ ახადოთ ქვაბს, სანამ არ ადუღდება ბოლომდე.
მოდუღდება და მერე შეაზავეთ პილპილით და მარილით გემოვნებით.
პირველ გაკეთებაზე ჩაქაფული არ იჭმევა, მეორე დღესაა საუკეთესო.
რა ვქნა?
ცხიმი თუ არ დაუმატეთ, ვერ გამოვა ეგ "საქმე", ანუ ჩაქაფული არ გამოვა.
ხბოს დუმა არა აქვს, ამიტომ ჩალაღაჯის ცხიმიანი ნაჭრები რომ გამოიყენოთ რბილობში, კაი რამე გამოგივათ.
პ.ს. ჯანდაბას ჩემი თავი , "ხეზე ასვლასაც" გასწავლით.
თეთრი მშრალი ღვინო დაასხით, სანამ მოხარშავთ, დაახლოებით 200-300 გრ.
This post has been edited by elchi on 16 May 2016, 07:20