Levan_Lion
ბლინის მასა:
ნახ.ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი.
ნახ.ლიტრი რძე.
3 კვერცხი
3 ს.კ.ზეთი
3 ჭ.ფქვილი
ნახ.ჩ.კ.მარილი
გულსართი:
1 ჭ.მოხარშული ბრინჯი(მარილწყალში ვხარშავთ).
400 გრ.ძროხის გატარებული ხორცი
1 საშუალო ზომის ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ჩ.კ.ხმელი ქინძი
1 ჩ.კ.უცხო სუნელი
ნახ.ჩ.კ.პილპილი
თუ გნებავთ წითელი მწარე წიწაკა(დაფქვილი,გემოვნებით).
4-5 ღერი ქორფა ქინძი.
მომზადება:
გავთქვიფოთ კვერცხი.დავამატოთ რძე და წყალი.+ ზეთი,მარილი და დავაცრათ ფქვილი.როგორც კი მოვრჩებით ფქვილის შერევას,მაშინვე დავიწყოთ ცხობა მომცრო ტაფაზე.თორემ ბუშტუკებს გაიკეთებს,როგორც ჩემს ფოტოზეა.სიცხიანი მყავს ბავშვი და დამაგვიანდა დაცხობა.
როგორც წესი,მშრალ კარგად გაცხელებულ ტაფაზე,საშუალო ცეცხლზე ცხვება.მხოლოდ ერთი მხრიდან.მაგრამ თუ თქვენს ცომსაც ჩემივით მოუწია გაჩერება,დიდი ალბათობით ვერ აიღებთ ადვილად ტაფიდან.ამიტომ სამზარეულოს ქაღალდი მოვკეცოთ 4-ად და რამოდენიმე წვეთი ზეთი დავასხათ ზედ,ამ ქაღალდით მოვაპრიალოთ ცხელი ტაფა და მერე დავასხათ ცომი.ასე მოვიქცეთ ყოველი ახალი ბლინის დასხმის წინ.
ფარშის მომზადება:
4-5 ს.კ.ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ წვრ.დაჭრილი ხახვი.(თუ მწარე გვიყვარს,აქვე დავამატოთ წიწაკა).ხახვი რომ შეოქროსფერდება,დავამატოთ ფარში და ხის ფართოპირიანი კოვზით დავანაწევროთ,გავშალოთ კარგად.დავამატოთ დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი.ჩავშუშოთ კარგად.ბოლოს შევაზავოთ სანელებლებით,დავამატოთ დაწურული ბრინჯი და 2-3 წუთი მოვატაროთ ტაფაზე.ბოლოს დავამატოთ წვ.დაჭრ.ცოცხალი ქინძი.
გაგრილებულ ბლინზე,დაბრაწული მხრიდან დავდოთ ერთი ს.კ.გაგრილებული მზა გულსართი.ბლინის ზომის მიხედვით განსაზღვრეთ გულსართის რაოდენობა.გადავახვიოთ.,,უმი'' თეთრი მხარე გარედან უნდა დარჩეს.შეგვიძლია მაშინვე შევწვათ,შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ.
მე სკოლის ასაკიდან ასე ვამზადებ ხორციან ბლინებს და დღემდე არ მიღალატია. იმედია მოგეწონება. ხო,არ გაგეცინოს,რეცეპტი ზოგად ფორმაშია დაწერილი.