anibani18უღრმესი მადლობა,შენც ასევე ბედნიერი წელი გქონოდეს.

დაგიწერ რეცეპტს დღესვე.
გავაკეთე ,,სპარტაკი'',მაგრამ შენისნაირი ვიზუალი არ გამომივიდა.ისე კი ძალიან გემრიელია.


ღორის თავი არ გვქონდა,მაგრამ შებოლილი ყურები გვქონდა სამაგიეროდ.რომელიც ცივ,შუშხუნა ლუდს ძალიან მოუხდა.


ფენოვანი ხაჭაპური.
elchi -ს რეცეპტის მოტივებზე შებრაწული ქათამი.მომეწონა,განსხვავებული გემო ჰქონდა.
* * *
anibani18ესეც ხაჭაპურის ცომის რეცეპტი.ერთი კარგი გოგოს ეკ კატერინის რეცეპტია ეს,რომელიც ძალიან პოპულარულია ფორუმელ კულინარებში.
1 კგ ყველი
500 გრ მაწონი
200 გრ მარგანინი
2 კვერცხი
1 კგ ფქვილი
1 ჩკ სოდა
1 ჩკ შაქარი
1/2 ჩკ მარილი
ფქვილს ავიღებთ დაახლოებით 800 გრამს, დანარჩენს დავტოვებთ გასაბრტყელებლად და გუნდებისთვის, ჩავჭრით მარგანინს და ავსრისავთ ხელით კარგად სანამ მთლიანად ფხვიერი მასა არ გამოვა, დავამატებთ მაწონს, კვერცხის ცილებს, გულებს შევინახავთ, მარილს შაქარს და მოვზილავთ როგორც ჩვეულებრივი ცომი,ცოტა მაგარი და მყარი ცომი გამოდის, გავაბრტყელებთ და ხელით მოვაყრით სოდას, დავკეცავთ და ასე გავიმეორებთ ორჯერ, სულ მთლიანად 1 სავსე ჩაის კოვზი სოდა სჭირდება., გავყოფთ ორ ნაწილად, გავაბრტყელებთ და ჩავდებთ გახეხილ ნახევარ კილო ყველს, სულ გამოდის ორი დიდი მრგვალი ხაჭაპური, ყველს რომ ჩავდებთ კარგად მოვუკრავთ თავს როგორც უზარმაზარ ხინკალს და გადავიტანთ ჟარონაზე, ხელით უნდა გააბრტყელოთ ჟარონაშივე, ჟარონას ცხიმი ან ფქვილი არ უნდა, ზემოდან უნდა წაუსვათ კვერცხის გული თანაბრად და შევდგათ ღუმელში, 200 გრადუსზე, 15-20 წუთში ცხვება. თავიდან მარტო ქვედას ვურთავ და ბოლოს ზედასაც რომ თავი კარგად დაებრაწოს.
ავტორისვე დაწერილი გადმომაქვს.

ხო,მე ცოტა ჩავასწორე რეცეპტის ორიგინალი ვარიანტი.ვინაიდან ძალიან ბევრი ცხიმი აქვს, გავანახევრე.ანუ 100 გრამს ვუკეთებ და მაინც მშვენიერი გამოდის.და ზემოთ რომ ფოტო მოგეწონა,მაგისი ორი მხარე გავაბრტყელე ცომის საბრტყელებლით.ისე როგორც მზა ცომები იყიდება,დაახლოებით იმ სისქეზე.ძალიან მომწონს ასე გვერდებშემოხვეული ფორმის ხაჭაპური.ორი გუნდა უნდა გააბრტყელო.ერთი ძირი,მერე ყველს დაადებ და მერე მეორე გაბრტყელებულ ცომს დააფენ.ამოუკეცავ გვერდებს და მოიუსვამ 1 ცალი კვერცხის გულს + 1-2 ს.კ. რძე.
This post has been edited by დოლორეს on 14 Jan 2016, 17:48