ორ რეცეპტს შემოგთავაზებთ, ვფიქრობ რომ მოგეწონებათ.
ამ ორ კერძს "სხვა" რამეზე მისაყოლებლად ვაკეთებ, მაგრამ "უიმისოდაც" მოგეწონებათ.
ვიღებ "ბულგარულ შუქნიშანს"

, ანუ სამი ფერის ბულგარულ წიწაკას, წითელი, ყვითელი და მწვანე.
ვარჩევ ისე, რომ ერთნაირი ფორმები ჰქონდეთ.
ორი თავი საშუალო ზომის წითელი ხახვი.
1კგ ქამა სოკო, იგივე შამპინიონი, ეს სოკო ორი ფერის გახლავთ, თეთრი და ყავისფერი, მე ყავისფერს ვამჯობინებ, რადგან კერძში არ აჭყიტებდეს თეთრი.
ამ კერძის ორიგინალში ხმარობენ ბროკოლის, შევცვალე ეს ინგრედიენტი სატაცურით, ასევე ყაბაყის გამოყენებაც შეგიძლიათ ბროკოლის ნაცვლად, ამ ორს კიდევ ვერა რაა, სატაცური მირჩევნია.
გახურებულ გრილზე მსუბუქად "ვზოლავ" გაუჭრელ წიწაკებს, ოთხად გაჭრილ წითელ ხახვს და სატაცურს, ისე რომ არ დარბილდეს.
შემდეგ ღრმა თასში, /აზიური ქვაბი/ ვასხავ VIRGIN ზეითუნის ზეთს, საშუალო ზომაზე დაჭრილ წიწაკებს, ხახვს უკვე დავანაწილებ ფურცლებად, საშუალო ზომის სოკოს კიდევ , ორად ვჭრი შუაზე, თუ პატარებია, ხელს არ ვახლებ, სატაცურსაც შუაზე გადავჭრი, ამ ყველაფერს ჩავუშვებ გაცხელებულ ზეთში და შევაზავებ მარილით და პილპილით, ვისაც მწარე გიყვართ, შეგიძლიათ წითელი დაუფქვავი წიწაკაც გაურიოთ.
სადღაც 4-5 წუთში გადავწურავ და ვაციებ ოთახის ტემპერატურაზე.
ეს კერძი მზადაა.
პ.ს. ამ კერძზე ბალისებური პომიდორის დამატებაც შეიძლება.
მეორე:
4-5 ცალ წითელ კარტოფილს ვხარშავ მარილწყალში, კარგად რომ მოიხარშება, ვაცლი კანს და ორჯერ ვატარებ მანქანის ყველაზე წვრილ ბადეში ნიორთან ერთად, სადღაც 4-5 კბილი.
შევაზავებ მარილით და პილპილით, გადამაქვს ჩვეულებრივ ქვაბში, სადაც ვუმატებ დაახლოებით 100გრ კარაქს.
ამ ყველაფერს მორევა სჭირდება, რათა არ მიიკრას.
ეს კერძი ცხელი უნდა მიირთვათ.
სულ ეს არის.
This post has been edited by elchi on 20 Jan 2017, 19:39