გამარჯობა, ლუდისმოყვარულებო.
გუშინ ვიყავი საბურთალოს ქუჩაზე Warsteiner -ში.
თბილისში ჯერ ასე ძალიან ფაბი არ მომწონებია. კლასიკური გაგებით ფაბი არცაა, ლუდის ბარი მოდერნის ელემენტებით.
მეორე სართულზე ვისხედით, 2 გოგო, ტორშერის განათებაზე

) ღია სართულია, აივნის ტიპის და იქიდან მთელი ქვედა სართულის სივრცე იშლებოდა. დახვეწილი ინტერიერი, მაგიდების სწორი განლაგება..
ნორმალური საზოგადოება იყო, ყველა ასაკის მამაკაცები, ქალბატონები, ბიჭები და გოგოები.
მუქი ჩამოსასხმელი Warsteiner მივირთვით.
მოკლედ, ძალიან ნასიამოვნები დავრჩით სიტუაციით.
P.S. ბევრი არაფერი გაგვისინჯავს, ამიტომ სამზარეულოს ვერ შევაფასებ.
ეს ამბავი შემდეგში დავგეგმეთ, ცოტა დღის საათებში

)
This post has been edited by Dum_Spiro_Spero on 30 Jan 2016, 13:55