შუადღემშვიდობისა, ფიფლ.
მგონი გადავრჩი
ჯერ საერთოდ არაყს არ ვსვამ, 3 ჭიქა Fინლანდია, ალუბლის წვენის მიყოლებით, "მერლინში" ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე "მომიწია", ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ყველანი, გოგო-ბიჭი, "პოდ გრადუსომ", დავეწევი განწყობაში-თქო ვიფიქრე.
ვერ ვიტყვი რომ უგონოდ ვიყავი

)
გამოვედით იქიდან შუაღამეს, აიტეხეს ძაან გვშიაო და "სტელა არტუაში" ჩამოვედით.
დავინახე გვერდით მაგიდაზე "Leffes" უმშვენიერესი ბოკალი, შავი ლუდით სავსე და მეც მომინდა.
მიმტანს შეეშალა და 0.3-იანის ნაცვლად, 0.5-იანით მომიტანა.
ზოგადად, ცოტას და იშვიათად ვსვამ.
გუშინ რატო გავიგიჟე თავი, ვერავინ ამიხსნა.
მთელი ღამე თავბრუსხვევა მქონდა.
დღეს მომდის მესიჯები დილიდან,ეს კულტურული გოგო უცებ "ჩაკიდულებით" რო მოძრაობო

არც საჭმელი მინდა არც სასმელი მინდა არც ლუდი მინდა საერთოდ არაფერი არ მინდა
ჩაი დავლიე მარტო, ლიმონით და თაფლით.