Santiniიმდენად ტურბულენტური მოგზაურობა გამოვიდა რო ელების როგორც ესეთ ისტორიულ ასპექტში თუ ტექნოლოგიურში ნაკლებად მოვასწარი ჩახედვა
უბრალოდ რას დავაქვირდი იმასს დავწერ
სთოუნჰენჯში რომ ჩავედით იქ შევედით ტავერნაში და მოვიდა მასპინძელი მოგვახალა "ლაგერ ორ ბითთერ"
0_o
ხოდა რომ დავიბენი ამიხსნა ლაგერი აქეთ იმპორტულია უფრო "ბითთერ"ს კი ელებს ვეძახითო მომწრო გემოს გამო ალბათ
ხოდა რათქმაუნდა ადგილობრივი ბითთერი მეთქი
რომ მოიტანა ფერი, გემო ფანტასტიური, რამაც გამაკვირვა იყო რომ ოთახის ტემპერატურის იყო
გემოს რაც შეეხება არომატული ლაგერზე სქელი ნაკლებადგაზიანი გემრიელი სასმისი იყო, ხასიათზეც მალევე დაგვაყენა

ეს არის ის ბითთერი



სთოუნჰენჯს რაც შეეხება ფანტასტიურად საინტერესო თემაა, სალოცავი, რიტუალების შესრულების ადგილი, საათი, სასაფლაო თუ სასახლე, ბევრი თეორიაა,
ცნობილია რომ თავიდან ხისგან იყო გაკეთებული, შემდეგ ქვისგან, თუმცა იმ დროს რკინა არ იყო ცნობილი და ქვას ისევ ქვით ამუშავებდნენ, და ამას მუშების მთელი სოფლები ემსახურებოდა
მასონური თემები უკვე ამ მომენტში იწყება ჩემი აზრით, ხე, მოგვიანებით კი ქვა - ხდება ყველაფრის აშენების მასალა აქ სახლის კედელი იქნება თუ სახურავი
ეს უკვე Bath-ია
ძველი ქალაქი ჩვენ მცხეთასთან გავავლე პარალელი,
მოსამსახურეების სახლები არის მიწისქვეშ

ბატონების კი მიწის ზემოთ თავისი "ააჰ"-ით

როგორც გიდისგან გავიგე წინ რომ მინდორია და მერე უცებ დაშვება მეორე მინდორის მაგას "ააჰ" ქვია, რატომ არ ვიცი ალბათ რომ ჩამოვარდები სეირნობისას ააჰს იტყვი

ააჰის ქონა სახლისწინ მინდორზე უპირატესობად ითვლებოდაო

Bath-ში Hobgoblin-ი და კიდევ რაღაც ამ დახლიდან ავიღე

უბრალოდ მთელი დღე ვიარე აღარ მახსოვს რა იყო "ბარხატნად" კი წავიდა
ეს უბრალოდ რომელიღაც სუპერმარკეტში გადავიღე
გერმანული ლუდი იმპორტდება როგორც ჩანს

სიდრი



ეს ginger beer ვერ გავსინჯე ეჭვი მაქვს უალკოჰოლოა


კვირა დღეს ბაზარია ქალაქში
კურდღელი, ქათამი, ბატი, ტკბილეულობა, შებოლილი ხორცეული, ძეხვეული,
ძალიან ბევრი რამ გაახარებს გურმანებს



Bath-ის ცენტრი


Bath-ის ნაირ ძველ ქალაქებს აქ ბევრს ძველ დროს ქონდა გარშემორტყმული კედელი და city gate
ეს ერთ ერთი შემორჩენილია იმ დროიდან

"მეგობრების შეხვედრის ადგილი"


ეს რა არის არ ვიცი მაგრამ სახალისოა

ხედები



ეს მეჩვენება თუ გუდვილის პროდუქციაა ერთფუნტიან მაღაზიაში

This post has been edited by Kirchi on 15 May 2016, 17:41