დღეს მაგარი უცნაური კომბინაცია ვცადე

ბელგიური მიდიები დავაყოლე გერმანელ ფრანცს

)
ესეიგი კარფურში იყიდება გაყინული მიდიები
კილო 18 თუ რაღაც ეგრე
ქვაბში მოათავსეთ კარაქი ერთი კოვზი, რომ დადნება ჩააჭყლიტეთ ნიორი ერთი 3 კბილი
რომ ოდნავ გაყავისფრდება დაამატეთ 2-3 ჭიქა თეთრი ბოთლის ღვინო (ამისგან ის წვენი გამოვა რაც უნდა დააყოლოთ ლუდს)
რომ ადუღდება ჩაყარეთ ნაყიდი გაყინული მიდიები - mussels -
რომ ადუღდება ადუღეთ 4-5 წუთი
გამორთეთ, დაამატეთ ერთი კონა დაჭრილი ოხრახუში
ამასობაში აქამდე 12 წუთით ადრე გუდვილში ნაყიდი ნივრიანი ნახევარფაბრიკატი ნივრიან/კარაქიანი ბაგეტები უნდა შეგეწყოთ ღუმელში

მოკლედ ამ ხრაშუნა ბაგეტებს ამ მიდიების ღვინის წვენთან ერთად და მიდიებთან ლუდზე საოცარი მისაყოლებელია
drunk mussels ეს რეცეპტის სახელია
ამ ყველაფერზე როგორც ბელგიაში ზუსტად ისე დავამატეთ შემწვარი კარტოფილი ფრი

This post has been edited by Kirchi on 6 Mar 2016, 01:21