არ ვიცი, საყვარელო... საახლობლოში კახელები გეყოლება მოიკითხე, გირჩევენ.
ბადაგი უკვე გაკეთებული აქვთ და ქილებში მოხუფული. ვენახები უკვე დაიკრიფა, წვენი კი დაწურვისთანავე უნდა ამოიღო და აადუღო, მერე კი აუცილებლად უნდა მოხუფო ქილებში თორემ დაგიღვინდება

ისე, ამდენი "ბადაგი" ვიძახე და, არის ამავე სახელის კომპანია. კარგ ჩურჩხელას აკეთებენ, ნატურალურს. დამფუძნებელს ვიცნობ და წარმოებაც მინახავს. აღმაშენებლის ხეივანში აქვს მაღაზია. შესაძლოა, ბადაგიც ჰქონდეთ გაყიდვაში. ფბ-ზე მოძებნე, გვერდი აქვთ და ჰკითხე.
* * *
MasterJCLevan_Lion ბიჭებო, გასაყოფი რა გვაქვს? მოდით ძველებურად ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ გემრიელი რამე-რუმეების კეთება ვასწავლოთ.
მასტერ, ყოველთვის გეუბნებოდი, რომ გგულშემატკივრობ, როგროც ჩემ შვილს. მინდა წარმატებას მიაღწიო და ამის გამოა, რომ თავს უფლებას ვაძლევ გირჩიო რაღაც...
დამიჯერე, საჩხუბრად და შეურაცხყოფისთვის არავის გაუკრიტიკებიხარ. არც შური, არც ბოღმა და არც კონკურენცია ყოფილა იმ პოსტების საბაბი. გეთანხმები, ცოტა უფრო კორექტული უნდა ყოფილიყო, ან პირადში უნდა მოეწერათ, რომ უნებლიედ თავმოყვარეობას არ შეხებოდნენ. აქ გეთანხმები.
მაგრამ... მოდი, ახლა სხვა თვალით შეგახედებ ამ ყველფერზე, შენ სასარგებლოდ რომ გამოიყენო -
ხომ იცი, შეფებს უამრავი კრიტიკოსი ჰყავთ და თან ისე შედიან კონტროლისთვის მათ კაფე-რესტორნებში, რომ არავინ იცის მათი ვინაობა და შეფ-მზარეულის სამსახური ამ მაკონტროლებლების სუბიექტურ აზრზე ბევრადაა დამოკიდებული.
მან აბსოლუტურად ყველა კლიენტის გულის მოგებაზე თუ არ იფიქრა, სახელს და სამუშაოს დაკარგავს. კრიტიკას შემდგარი და პროფესიონალი მზარეულებიც უხვად ისმენენ, დამწყებები ხომ საერთოდ! - კორიანტელში ეხვევიან.
ერთიც წარმოიდგინე, რომ აქ პოსტავს ვინმე, ვინც შესაძლოა, შენ გაკვირდებოდა და სამომავლოდ სამსახურის შემოთავაზებას აპირებდა. უნდა გაიქცე თუ, უნდა დაიხვეწო? ვისი საქმე გაკეთდება დახვეწით და დაჟინებული შემოქმედებით? უშვებ შანსს ხელიდან??
ჩათვალე, რომ ვინც შენიშვნებს გაძლევდა, ის იმ რესტორნის ერთი ძალზე პრეტენზიული მომხმარებელია, სადაც შენ ამზადებ. გაიქცევი იქიდან, თუ ეცდები უკმაყოფილო არავინ დაგრჩეს? დამიჯერე, ეგეთი კლიენტი კვების ნებისმიერ ობიექტს ეყოლება, რადგან ყველაზე პრეტენზიული ფართო საზოგადოებაა და კვების საკითხში კიდევ ეგ საზოგადოება ხარისხებში უნდა აიყვანო...
ასეთი 'დაბრკოლებები" გვაძლიერებს, მასტერ. შენ ადგილზე კი არ დავტოვებდი აქაურობას, უმაგრეს რაღაცეებს ჩავიდენდი. დავამტკიცებდი, რომ ღირსეული ვარ. ასე გავაჩუმებდი ყველას.
აუ, რა მაგარი გრძნობაა ეს, ვერ წარმოიდგენ!
არაფერი პირადული. მოთმინებით და საკუთარ პროფესინალიზმზე ჯიუტი ზრუნვით მხოლოდ შენ მოიგებ.
გაქცევა ბრძოლის ველის დათმობას ნიშნავს.
მაპატიე, ამდენი შეგონება, მაგრამ დათმობას ვერ ვეგუები, წაგება მკლავს და გამარჯვებამდე
ბრძოლა მირჩევნია. შენშიც სწორედ "ბრძოლის ჟინს" ვხედავდი, იმხელა მონდომება გქონდა და იმედი არ გამიცრუო.
შენ ხომ შენი სრულყოფისთვის ირჯებოდი და არა იმისთვის, რომ აქ ვინმეს ხოტბა შეესხა და დითირამბები ემღერა?
ხოდა, განაგრძე!
ყველას დაუმტკიცე რომ ჩვენ თვალწინ პროფი იზრდება.
ველოდები შენს ნახელავებს!