გამარჯობათ ჩემო ძველო და ახალო ბეგობრებო....მე შიგა და შიგ მახსენდება რომ ცოცხალი ვარ და შემოგირბენთ ხოლმე...მიყვარს ეს ფორუმი სულ ძალიან, ძალიან.... აქ ავიდგი ფეხი და აქედან იწყება ჩემი ინტერესი კულინარიისადმი....რაც საბოლოოდ ჩემი ცხოვრების წესი გახდა....აღარც მუსიკა, აღარც დუდუკი.... დავრჩით ესე, მარტო მე და ჩემი კუხნია ....
თევზის რულეტი.....
თევზის ფილე 1კგ, ნიორი 2-3 კბილი, ხახვი 1ც, მარილი, პილპილი, ორეგანო..ამ ყველაფერს გავატარებთ ან დავაბლენდერებთ.. .. შემდეგ გადაგვაქვს სამზარეულო ცელოფანზე და გავაბრტყელებთ, გადავახვევთ რულეტს..შემდეგ შევახვევთ ფოლგაშიც, მოვუხვევთ ბოლოებს, დავდებთ ფორმაზე, დავასხავთ წყალს ისე რომ რულეტს ნახევრად ფარავდეს და შევდგავთ ღუმელში 180 გრ-ზე 30 წთ....დავჭრათ აუცილებლად გაგრილებული...

თევზის რულეტი შიგთავსით
თევზის ფილე 1კგ, ნიორი 2-3 კბილი, ხახვი 1ც, სტაფილო 1ც, კამა, ოხრახუში (20-20გრ), მარილი, პილპილი..ამ ყველაფერს გავატარებთ ან დავაბლენდერებთ.. შევაზელსთ 1ც კვერცხს და 2-3 ს.კ საფანელს.. შემდეგ გადაგვაქვს სამზარეულო ცელოფანზე და გავაბრტყელებთ, გადავუსვამთ თანაბრად ნებისმიერი ბოსტნეულის შიგთავსს( ნახევრად მომზადებულს და შენელებულს...ისპანახი, სოკო, ჭარხალი ან სხვა) .. შემდეგ შევახვევთ ფოლგაშიც, მოვუხვევთ ბოლოებს, დავდებთ ფორმაზე, დავასხავთ წყალს ისე რომ რულეტს ნახევრად ფარავდეს და შევდგავთ ღუმელში 180 გრ-ზე 30 წთ....დავჭრათ აუცილებლად გაგრილებული....

სიომგის სტეიკი ფორთოსხლის სოუსით..
დავჭრათ თევზი სტეიკებად....მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შევდგათ მაცივარში 1სთ....ამის შემდეგ ვაწითლებთ ორივე მხრიდან ცხელ ზეთში, მაღალ ცეცხლზე. ფორმაზე ვალაგებთ ბეკონის ნაჭრებს, ვაყრით როზმარინს და ზემოდან მოვალაგებთ მზა სტეიკებს....შევდგათ ღუმელში 200 გრ-ზე 15-20 წთ...თეფშზე მოვასხათ ნებისმიერი ცვენთვის სასურველი სოუსი....ამ შემთხვევაში ფორთოხლის სოუსი....
ფორთოხლის სოუსი: ტაფაზე გავადნოთ 40-50გრ კარაქი+ფქვილი 1-2 ს.კ ( სისქის სურვილის და მიხედვი), თან მუდმივად ვურევთ, დავასხათ 2-3ც ფორთოხლის წვენი, ...წამოვადუგებთ და მზადაა...

თევზი ჯავშანში.
მოკლედ რაც უფრო დიდი და ცხიმიანია თევზი უკეთესია...
გავასუფთაოთ თევზი და ჩავულაგოთ მუცელში მწვანე ხახვი, კამა, ქინძი, დაფნა, ლიმონი... შემდეგ 1.5-2 შეკვრა მარილი დავასველოთ წყლით და ავუშენოთ თევზს კავშანი, სულ, ისე რომ თევზი არ უნდა ჩანდეს დ შევდგთ ღუმელში 180 გრ- 40 წუთი, თუ თევზი 2 კილო და მეტია 1-1.20 წთ...
გამოვიღოთ, გავაგრილოთ, შემოვამტვრიოთ მარილი, მოვაცალოთ კანიც და თეთრი ხორცი მივირთვათ...
მსგავსი არომატული თევზი არ გექნებათ გასინჯული მერწმუნეთ...

და ბოლოს კეტჩუპს შემოგთავაზებთ და თუ კი შესაძლებლობა გექნებათ აუცილებლად გააკეთეთ......
დღეს გავაკეთე კეტჩუპი 1/1- ში...ვერანაირად ვერ განასხვავებთ ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებულისგან, საოცრება გამოვიდა, სასწაული...მოკლედ არანაირი ვაშლი და ატამი, ეხლავე იქნება რეცეფტიც...
კეტჩუპი — მაგიდის სოუსი
5 კგ ხორციანი (სლივკა)პომიდორი
1.5 ჩ.ჭ შაქარი
1- 1.5 ჩ.ჭ ძმარი
წითელი დაფქული წიწაკა
დარიჩინის ნატეხი, მიხაკი 5ც, ილი 3ც, ჯანჯაფილი, შავი და თეთრი პილპილის მარცვლები, ბაჰარი, ძირას თესლი.
ხახვი 1ც, მარილი.
დავადგათ შუა-შუა დაჭრილი პომიდორი დაბალ ცევხლზე, თან ჩავაყოლოთ მარლაში შეხვეული ხახვი და ყველა სუნელი...კარგად ჩავთუთქოთ, გავაგრილოთ და გავატაროთ ძალიან წმინდა ცხრილზე. დავდგავთ ისევ ცეცხლზე, ავადუღებთ, ჩავყრით შაქარს, მარილს, ძმარს, წიწაკას...წამოვადუღებთ კიდევ კარგად და ჩავასხავთ ქილებში....
პ.ს მომავალ გაკეთებაზე აუცილებლად შევურევ ტომატს, სხვა კონსინსტეციის გამოვა სრულიად...
და კიდევ შაქარი და ძმარი მე 1.5 ჩ.ჭ მივეცი და ძალიან მომწონს, თუმცა შეგიძლიათ ცოტა მოაკლოთ თქვენი გემოვნებით. ანუ ჯერ 1 ჭიქა ჩაყარეთ და თუ მოგინდეთ შემდეგ დაამატეთ.

მოდით პომიდვრის ჩირსაც დაგიწერთ, ეხლა სეზონია და თუ ვინმეს უნდა გააკეთებს..
და აი კიდევ რა გააკეთა დეიდა სოფიამ პიცებისთვის, ბურგერებისთვის და ასე შემდეგ..
გამომშრალი პომიდორი
ისევ ხორციანი პომიდორი დაგვჭირდება, დავჭრით შუა-შუა, მოვაყრით გამხმარ ორეგანოს, ბაზილიკს ან რეჰანს, ჯანჯაფილს , მარილს და შევდგავთ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე, სადგაც 130-140გრ , 4-5 საათი უნდა მოანდომოს გამოშრობას. შემდეგგაგრილდება, ჩავაწყობთ პატარა ქილებში, შევავსებთ ზეთით და მოვუკრავთ თავს.....
პ.ს ისეთი გემრიელი ჩირი გამოვიდა, ნახევარმა მიატანა ქილებამდე...შემოგვეჭამასავით..