
მწყერი ფარშირებული
მწყერი, ისპანახი, ხახვი1/4ც, ნიორი2კბ, მარილი, პილპილი....(ისპანახის რაოდენობა განსაზრვრეტ მწყერის რაოდენობის მიხედვით, ერთ მწყერს დასჭირდება 1ს.კ მზა ისპანახი)
მოვწალოდ კარგად გასუფთავებული ისპანახი, გავაგრილოთ და გავწუროთ...
გავაცხელოთ ტაფაზე ზეთი და მოვშუშოთ ხახვი, ვამატებთ ისპანახს, ნიორს, მარილს, პილპილს...ამ მასას ვუდებთ გულში მწყერს, შევკრავთ ჩხირებით და შევდგავთ ღუმელში 180გრ-ზე.....
პ.ს შეგვიძლია ფარშირება გავაკეთოთ სოკოთიც...
მოვშუშავთ ხახვს, შემდეგ ვამატებთ დაჭრილ სოკოს, მარილს, პილპილს...
სოკოს სოუსი
დავჭრათ 1/2 ხახვი ჟულიენებად, ასევე ქამა სოკო თხელ ჟულიენებად, 2კბ ნიორი, მოვამზადოთ რუ (ოთახის ტემპერატურის კარაქი1/4+ფქვილი1ს.კ)..
გავაცხელოთ ზეთი, ვშუშავთ ხახვს, ვამატებთ სოკოს, შემდეგ 1/2 ჩ.ჭ თეთრი ღვინოს და ვდუღებთ დაბალ ცეცხზე, დაველოდოთ ვიდრე ცოტა არ აორთქლდება....შემდეგ ვასხავთ ნაღებს 1/2 ჩ.ჭ, ვურევთ მუდმივად, შემდეგ სასურველ სისქეს ვაყენებთ რუს მეშვეობით, კიდევ ვადუღებთ და გადმოვდგავთ.....
* * *
რა ვქნათ...საშობაოდ არ მოვემზადოთ?
ინდაური საშობაო....



დაგვჭირდება: ინდაური, რაც შეიძლება სუნსულა. (შარშან სოფლის ვიყიდე, მაგრამ ამ სისულელეს აღარ გავაკეთებ...შედარებაც არ შეიძლება კონკრეტულად ამ კერძისთვის ისე ჯობნის ფერმაში გაზრდილი)...
კარაქი 200-250გრ, ლიმონი 1ც, ხახვი 2-3ც, ნიორი 5-6კბ, ოხრახუში, ღვინო 500-600მლ, ponti glassa, ზეითუნის ზეთი, ბეკონი, როზმარინი, ბეგქონდარა, მარილი, პილპილი...
1) ინდაურის კანს და ხორც ვაშორებთ ფრთხილად ერთმანეთისგან ისე რომ კანი არ დაგვიზიანდეს, ავსვრით მარილ-პილპილში.....
2)ვამზადებთ მასას რომლითაც უნდა გამოვავსოთ კანქვეშა არე: კარაქი ოთახის ტემპერატურის+ოხრახუში წმინდად დაჭრილი+ლიმონის ცედრა, ნიორი დაკეპილი, მარილი, პილპილი...ამ ყველაფერს ავზელთ კარგად და გამოვტენით რაც შეიძლება ინდაურის კანს და ხორცს შორის ადგილს....
3)გავრეცხოთ ხახვი თავის კანიანად, გავჭრათ შუაზე, ასევე ლიმონი და ჩავუდოთ ინდაურს მუცელში, შევუკრათ ფეხები, მოვასხავტ ზემოდან ზეთს და შევდგათ ღუმელში 220გრ-ზე 15 წთ..... შემდეგ ვცვლით ტემპერატურას 200გრ-ზე ისევ 15წთ.....დროის გასვლის შემდეგ გამოგვაქვს ინდაური, მოვასხავთ ისევ ცოტა ზეთს, მოვალაგებთ ბეკონის ნაჭრებს და ვაბრუნებთ 170გრ-ზე 40 წთ...
P.S თუ თქვენი ინდაური გაყინულ მდგომარეობაში შეიძინეთ, ანუ ფერმის ინდაური, ამ დროისთვის ის უკვე მზად იქნება, მაგრამ თუ სოფლისაა ცოტა მეტ ხანს მოუნდება....თან ეცადეთ რომ სოფლის ინდაური დედალი შეარჩიოთ..
4) ეხლა მივხედოთ სოუსს: ინდაური გადავიტანოთ სუფთა ჭურჭელზე და მის შენაწვავ ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ხახვი და ლიმონი, რომელიც მუცელში ჩავუდეთ, ასევე დაჭრილი პომიდორი, როზმარინი, ბეგქონდარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, შეგვიძლია ხარა-ხურა ნაჭრების ჩიჩიებიც დავამატოთ....ვასხავთ 2ჩ.ჭ ბულიონს, ღვინოს და ვადუღებთ ვიდრე ალკოჰოლის სუნი შედარებით არ დაიკარგება...გადავწუროთ და ბულიონი ისევ დავდგათ ცეცხლზე, ვამატებთ glassa-ს, 1ს.კ შაქარს, რუს იმდენს რომ მივიღოთ სასურველი სისქე ( რუ ეს არის 60% კარაქის და 40% ფქვილის ნაზავი), თან ვურევთ, ვადუღებტ კიდევ 5-7წთ და მზადაა.....
P.S მე კიდევ უფრო მომწონს, როზმარინით და სალბით.....ანუ ყველაფერს იგივენაირად ვაკეთებთ, მხოლოდ კარაქში ოხრახუშის და ნიორის მაგივრად ვურევთ დაკეპილ, ბლომად როზმარინს და სალბს.....
ბედნიერი შობა-ახალი წლები ძვირფასებო...
თქვენი სოფია....