la reineბოზბაში თუ ჩიხირთმა....
მოდით ამ ჯერად ჩიხირთმა იყოს.....

ქათამი
ხავხი 2 თავი
კვერცხის გული 3-4 ცალი
ქინძი 2-3 ძირი,
ძმარი, მარილი
პურის ფქვილი 2 ს.კ.
მოვხარშოთ ქათამი, ხახვი წმინდად დავჭრათ და მომშუშოთ, ვამატებთ 2ს.კ ფქვილს და ვურევთ თან. ვასხავთ ქათმის ბულიონს, წამოვადუღებთ და თან ხშირ-ხშირად ვურევთ...ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის გული და ნელ-ნელა წვრილ ზოლად ჩავასხათ წვნიანში, მორევას არ ვაჩერებთ, როგორც კი ადუღებას დააპირებს ვამატებთ ძმარს გემოვნებით, ქინძს, მარილს და მალევე გადმოვდგავთ...
პ.ს ხორცს სათითაოდ თეფშზე აწყობენ და ასხავენ მერე წვენს ზემოდან, მაგრამ ამდენ საწვალებლად არ ღირს, ხორცი დავჭრათ და ვიდრე გადმოვდგავთ ქვაბშივე ჩავუშვათ...
სურათი არ აღმომაჩნდა და დროებიტ ინტერნეტისას დავდებ, მერე შევცვლი ჩემი სურათით...მილიონჯერ დატესტილია, ზუსტად მიყევით და გემრიელი გამოგივათ...
********************************************************************
პრასის სუპ-პიურე (თეთრი ნაწილისგან)
დავჭრათ პრასის ძირები(თეთრი ნაწილი), სტაფილო 1ც, ხახვი 1ც, ნიახურის ღეროები დიდ ნაჭრებად და დავდგატ მოსახარშად....მოხარშულ ბოსტნეულს გადავწურავტ და ამ ნახარშში ჩავყრით 2-3 ცალ კუბებად დაჭრილ კარტოფილს...როცა კარტოფილი მზად იქნება, ვაბრუნებთ უკან ჩვენს ბოსტნეულს, ვაბლენდერებთ, ვამატებთ მარილს, პილპილს, ნიახურის ფოთლებს წმინდად დაწრილს....
ძალიან უხდება ნაღები, რომელიც შეგვიძლია თეფშში მოვასხათ 1ს.კ....

*****************************************************************
სოკოს კრემ-სუპი
სოკოს ვჭრით კუბებად და კარგად გაცხელებულ ზეთში ვშუშავთ...ვამატებთ წმინდად დაჭრილ ხახვს, ნიორს, შეგვიძლია 1/2 ჩ.ჭ თეთრი ღვინოც...ვამატებთ ბოსტნეულის ბულიონს და ვხარშავთ სრულ ჩახარშვამდე (უნდა დარჩეს სქელი მასა)...ვამატებთ ჯავზს გემოვნებით, შავ პილპილს, მარილს და ვაბლენდერებთ....თეფშზე ვრთავთ სოკოთი ან სუხარიკებით.......ასევე თეფშშივე შევურიოთ ნაღები ან გამოუვალი მდგომარეობისას ბეშამელი....

***************************************************
წვნიანი მდნარი ყველით
ნაკლებ ცხიმში ვშუშავთ სტაფილოს, ხახვს, პატარა კუბებად დაჭრილ ქათმის ხორცს, ვამატებთ პატარა კუბებად კარტოფილს, შემდეგ ბრიუსელს, ბულგარულს...ვასხავთ წყალს, წამოვადუღებთ ბოლოსკენ ცავყრით ბროკოლს, რადგან ბროკოლი სწრაფად მზადდება და არ უნდა ჩაგვეხარშოს..ბოლოსკენ ვაძლევთ ნიორს, ნიახურს, ოხრახუში და კამაც შეგვიძლია...მარილი, პილპილი...უკვე რომ გადმოვდგავთ ცხელშივე ვაგდებთ მდნარ ყველს....

*************************************************
სულ სხვა უხა...
მათთვისაც კი ვუსაც უხა არ უყვარს
დაგვჭირდება კარგი ცხიმიანი, დიდი ზომის თევზი.... შეგვიძლია თევზი მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ და შემდეგ შემოვდგათ მოსახარშად, ან პირდაპირ ჩავადგათ წყალში და მოვხარშოთ....შემდეგ ბულიინს გადავწურავთ და თევზსაც გამოვარჩევთ ზედმეტი ფხებისგან....
ცალკე ჭურჭელში ვშუშავთ ჟულიენად დაჭრილ სტაფილოს, შემდეგ ვამატებთ ხახვს, ნიორს, ბულგარულს, პატარა კუბებად კარტოფილს, დავასხავთ ბულიონს და დაბალ ცეცხლზე ვაჩერებთ ვიდრე კარტოფილი არ მომზადდება....ვამატებთ კამას, ოხრახუშს, პილპილს, ბაჰარს...ბოლოს ვამატებთ 50გრ არაყს და გასაფთავებულ თევზს, მარილს, დაფნის ფოთოლს და გადმოვდგავთ....გემრიელად მიირთვით....

**********************************************************
სოკოს წვნიანი....
მოკლედ: 1ც პატარა ხახვი
300 გრ სოკო
1ც პატარა სტაფილო
2ც კარტოფილი
სოკოს ბულიონი, კამა, ქინძი,
წითელი დაღერღილი წიწაკა, მარილი....
დავჭრათ პატარა კუბიკებად კარტოფილი და დავადგათ მოსახარშად.... ცალკე ქვაბში მოვშუშოთ ზეთში წმინდად დაჭრილი ხახვი, ვამატებთ სტაფილოს დახეხილს ან დაჭრილს, შემდეგ ასე 4-5 წუთში ვყრით მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილ ქამა სოკოს, (სოკო ძალიან არ ჩავკლად, უნდა კრატუნებდეს)... ვამატებთ სოკოს ბულიონს და მოხარშულ კარტოფილს. ვასხავთ ცხელ წყალს ( ამის რაოდენობა უკვე თვალის ამბავია). ადუღდება თუ არა მწვანილს, წიწაკას, მარილს და მალევე გადმოვდგავთ....მიირთვით ცხელ-ცხელი, ძალიან უხდება სიცხარე....

*********************************************
საქონლის ხორცის წვნიანი
ვასუფთავებთ მსუქანი ხორცის ნაჭრებს (მკერდის მხარე, ,,გრუდინკა" უხდება ძალიან) და დავადგამთ მოზრდილი ქვაბით მოსახარშად. არავითარ შემთხვევაში არ ჩაგვექაფოს...როდესაც ქაფს კარგად მოიღებს და მოვაშორებთ, ვამატებთ მთელ რიგ ბოსტნეულს: __პატარა ზომის მთლიანი კარტოფილები 5-6ც, პატარა ზომის ან 4-ად გაჭრილი ხახვი, 3-4 კბ დასრესილი ნიორი, 3-4ც პატარა ზომის მთლიანი სტაფილო, ოხრახუში, ქინძი, კამა 4-4 ძირი, ესეც დიდად დაჭრილი ან მთლიანი, დაფნის ფოთოლი 2ც, ბაჰარი, შავი პილპილის მარცვალი...
ვხარშავთ ვიდრე ხორცი კარგად არ ჩარბილდება, ბოსტნეული თითქმის ჩაიშლება ( კარტოფილი თუ გინდათ რომ მთლიანები დარჩეს, ცოტა ბოლოსკენ ჩაყარეთ)...კოდისკენ რომ წავა ჩავყრით წიწაკას დაღერღილს, მარილს და გადმოვდგავთ....
თეფშშივე დანაყილი ნიორიც უხდება და აუცილებელი პირობაა 100გრ არაყის დაყოლება.....მთელი დღე არ შეგცივდებათ პირობას ვიძლევი...

**************************************************
სტაფილოს სუპ-პიურე
დავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე და მოვშუშოთ ხახვთან ერთად ცოტა ზეთში, ვამატებთ ნიორს, შემდეგ წყალს და ვხარშავთ სრულ ჩახარშვამდე...ვამატებთ ნაღებს, ვაბლენდერებთ კამა, ოხრახუში, თეთრი პილპილი, მარილი დარიჩინთან ერთად.....
ტკბილი სტაფილოს გემო აქვს...ვისაც სტაფილო ძალიან უყვარს ალბად მას ეს კრემ- სუპიც მოეწონება....გემრიელია, მაგრამ ზედმეტად ტკბილი......