მე გასწავლი.
ფოტოებით ვერ დაგახარბებ, სამწუხაროდ, რადგან ტელეფონით ფოტოებს ვერ ვტვირთავ - სამსახურის კომპიდან დაბლოკილია, სახლში კი- სამსახურის მერე მზარეულობით ისეთი დაღლილი ვარ, სახლის კომპზე რიგში ჩადგომის თავი არ მაქვს და მეძინება

, მაგრამ გააკეთებ და მიხვდები, რა კარგი ღვეზელები გამოდის - ვარდისფერები და გემრიელები.
გულსართი თავად აირჩიე - ხორცი, კუჭმაჭი ბრინჯით, კარტოფილი, მხოლოდ ბრინჯი, სოკო, კომბოსტო, ყველი, ტარხუნა, ისპანახი, ლობიო... მოკლედ, საკუთარი გემოვნებისა და სიტუაციის შესაბამისად.
ცომი.
პირველ რიგში ამზადებ ე.წ "ხაშს" ანუ რუსულად - "აპარას": 2 ჩ/კმ შრალი საფუარი+ 1ჩ/კ შაქრის ფხვნილი ჩაყარე პატარა ღრმა ჭურჭელში ( მე მოზრდილ ფინჯანში ვყრი ხოლმე) აურიე ერთმანეთში, და დაასხი იმდენი თბილი რძე, რომ ჭურჭლის ნახევრამდე მოვიდეს (მარხვისას, რძეს ჩავანაცვლებთ წყლით). დავდგათ და დაველოდოთ- რამდენიმე წუთში სოკოსავით ამოფუვდება. თუ არ ამოფუვდა, ცომსაც გააფუჭებს და სჯობს ხელახლა მოამზადო. დრჟის ხარისხთან ერთად, აქ მნიშვნელოვანია რძის ტემპერატურა. ცხელი სითხე საფუარს კლავს. ცივს კი დრო დასჭირდება სამოქმედოდ და ლოდინით დაგღლის.
ღრმა ჯამში ჩავყაროთ 5-6 ჭიქა (200 გ-იანი თლილი ჭიქები როა ძველებური, იმას ვგულისხმობ) გაცრილი ფქვილი, ნახევარი ჩ/კ მარილი, ჩავამატოთ გახსნილი და აფუებული საფუარი, ნახევარი ლიტრი თბილი რძე, 100 გ ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი. ფქვილის რაოდენობას ვერ გეუბნები ზუსტად, რადგან მისი ხარისხიდან გამომდინარე ცვალებადია.
ცალკე გავადნოთ 100 გ მარგარინი, ან კარაქი, ოდნავ შევაგრილოთ, დავიდგათ გვერდით, მასში ხელები ვისველოთ და ცომის ზელა მანამდე განვაგრძოთ, ვიდრე ის ხელებს და ჯამის კედლებს არ მოშორდება. გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას.
როცა ცომი თითქმის გაორმაგდება, მოვჭრათ მცირე ზომის გუნდები, გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი და გამოსაცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით დავალაგოთ. ამასაც გადავაფაროთ ტილო და ვაცდოთ ამოსვლა. ამასობაში, მეორე ფირფიტის მომზადება დავიწყოთ. როდესაც პირველი კარგად აფუვდება და ღვეზელები გაიბერებიან - შევდგათ ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ სშუალო ცეცხლზე. ფერს რომ შეიცვლის ვარდისფერისკენ, მზადაა და გამოიღებ.
თუ გინდა, ღუმელში შელაგებამდე გათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვი ფრთხილად ფუნჯით და გამოცხობის შემდეგ ღვეზელები ლამაზად იპრიალებენ.
შენიშვნა: ძალიან მალე იჭმება. მოიხედავ და, - სადღაა ნაწვალები ღვეზელები....

გულსართის ერთ ვერსიასაც დავწერ:
200 გ საქონლის და 200 გ ღორის ღორცის ჭრელი ნაჭერები ოდნავ მოხარშე მარილწყალში (ჭრელი- ანუ თანაბრად ჰქონდეს მსუქანიც და მჭლეც) ხარშვისას მე დაფნის ფოთოლსაც ვამატებ. მოხარშული, შეგრილებული ნაჭერები გაატარე ხორცსაკეპში+ 2 თავი ხახვი+ 2 კბილი ნიორი. შემდეგ ეს გატარებული მასა მოათავსე ცხელ ტაფაზე და ცოტათი "ჩახრაკე". დაუმატე დაფქული შავი პილპილი და სუნელები (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი) გემოვნებით და თუ საჭირო იქნა- მარილი. აი, გულსართის ერთი ვერსია მზადაა.
შედეგების შესახებ ამბავს ველოდები.