UNEEKმე ნაკლები შეხება მაქვს მაგრამ ინფრომაციულად ვიცი რომ ლუდის სამყაროში სერიოზული ადგილი უჭირავთ გერმანელებაც მითხრეს რომ ბევრი საინტერესო ლუდი აქვთო
* * *
rtuli რეცეპტია ადრე გავაკეთე და მშვენიერი გამოვიდა აქ იყოს
შემწვარი კანჭი.
ვიღებთ 1-2 ცალ კანჭს(ცოტა ხორციანი უნდა იყოს),ვრეცხავთ და ვდებთ მოსახარშად წყალში.წყალში ვდებთ 1 კონას ოხრახუშს,ცოტა ნიახურს,დაფნის ფოთოლს ვაგდებთ,ხახვს,სტაფილოს,პილპილის მარცვლებს,ვაყრით მარილს.
კანჭებს კარგათ მოვხარშავთ,ამოვიღებთ და ვდებთ ჩასაბასტურმებლად:
მწარე წიწაკა,1-2 კბილი ნიორი(დანაყილი),ნახევარი თავი ხახვი(რგოლებად დაჭრილი),1 ცალი ვაშლი მჟავე ჯიშის(დაჭრილი თხლად), 500მლ.ლუდი.
ცხელ ხორცს დაასხით და დაივიწყეთ 12-24 სათით.
მერე ამოიღეთ დაბასტურმებული კანჭები და ღუმელში დააწითლეთ, მაღალ ტემპერატურაზე(შიგდაშიგ ასხით მარინადი).
გარნირად ჩაშუშული კომბოსტო უხდება

და კარგი გემრიელი ლუდი
This post has been edited by Maybach on 5 Dec 2016, 20:52