ბარემ, ვიდრე ახალი თემა გაიხსნება, როგორც სტაჟიანი იუზერი, თავს უფლებას მივცემ, ორიოდე სიტყვა ვთქვა...
ძალიან ნაგვიანდება ბოლო რამდენიმე თემაა, მითუმეტეს, რომ მოდერი არ გვყავს და ამით ბევრი სარგებლობს...
ეს ყველაფერი არც ისე დიდი პრობლემა იქნებოდა, მოდერი რომ იყოს და ყველა პოსტი შესაბამის თემაში გადაქონდეს,
ან შლიდეს რაც წასაშლელია,
მაგრამ...
ახლა "დღეს გავაკეთე" კი არა, ჩვეულებრივი ჩატია...
თემას ქვია "დღეს გავაკეთე" და უნდა იპოსტებოდეს დღეს რა გააკეთე,
ხოლო რეცეპტები, გამოცდილების გაზიარება და რჩევები უნდა დაიპოსტოს შესაბამის თემებში.
არის აქ საკმაოდ მრავალფეროვნად დაყოფილი შესაბამისი თემები.
გადახედეთ აბა ძველ თემებს -
დადებდა პეტრე ჩახოხბილის ფოტოს და პავლეს თუ მოეწონებოდა, სთხოვდა რეცეპტის შესაბამის თემაში დადებას.
შესაბამისად, ხორციანი კერძების თემაში პეტრე დებდა რეცეპტს, სურათებს, რჩევებს და ასე შემდეგ...
ახლა ისეა აზელილი ყველაფერი, რეცეპტს კი არა საკუთრ პოსტს ვეღარ იპოვის კაცი....
სხვათაშორის , რადგან ასე აქტუალურია ფუდ - ფოტოები, ამისთვის ცალკე თემის გახსნაც შეიძლება,
ოღონდ, კიდევ ერთხელ, იქაც მკაცრად თემის გარშემო უნდა იყოს საუბარი - განათება, ვიზუალი, აპარატი და ა.შ.
და არა იმაზე, ხახვი მოხრაკე თუ უმად ჩააყარე....
მოკლედ, არ გეწყინოთ არავის, მაგრამ ცოტა წესებს თუ დავიცავთ ყველა ერთად, არ იქნება ცუდი!
ყველა მიყვარხართ...
This post has been edited by nia4u on 26 Jan 2017, 15:07