ვეღარ შემოვდივარ ხშირად.
კაი ნადავლია ძმაო, არის გოჭივით, ბარაქა.
შეიძლება დავაგვიანე რეცეპტის დაწერა, მაგრამ მომავალში თუ ასე გააკეთებ, როგორც ქვემოთ დავწერ, კმაყოფილი დაგრჩება ყველა.
საერთოდ კობრისნაირნი ფხიანი თევზებია, თითქმის შეუძლებელია მათგან ფილეების გაკეთება.
მათ მოხარშვას არავის ვურჩევ.
ვცადე ერთხელ და ბაჟეში ჩავდე მოხარშული ნაჭრები.
დაახლოებით 8კგ-იანი კობრის შეჭმა მე მომიწია, სხვამ პირი არ დააკარა.
ერთადერთი და ვფიქრობ რომ ყველაზე გამართლებული გზა არის მათი ღუმელში შეწვა.
ასე ვაკეთებ:
ვრეცხავ ცივ წყალში!!!!!!!!!!
არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ თბილ წყალში.
სანამ გამოვშიგნავ, ვაცლი ქერცლს და ფარფლებს კუდიანად გულდასმით ვფხიკავ/
ასევე.
ლაყუჩების ამოჭრა აუცილებელია, მითუმეტეს თბილ წყალში თუ არის დაჭერილი.
ეგენი ფსკერზე იკვებებიან და ყველაფერს თხვლიფავენ შლამთან ერთად.
შემდეგ ამ გაპრიალებულ თევზს გავასუფთავებ შიგნიდან და ვსერავ ორივე მხრიდან იმ სიღრმეზე, რომ არ გადავჭრა.
ვსერავ იმ ზომაზე, თითო პორცია რომ გამოვიდეს მომზადების შემდეგ.
მარილი და პილპილი თავისთავად, ხოლო მუცლის ღრუში ნახევარ მთვარედ დაჭრილი წითელი ხახვი და ლიმონი, ზოგჯერ ოხრახუშის, ან ტარხუნის რამოდენიმე ცოცხალ ღერსაც ვდებ./კამაც წავა./
ვათავსებ ე.წ. "ჟარონაზე", რომელიც უკვე შეცხელებულია და მცენარეული ზეთი ასხია, მერე ჰაიდა ღუმელში.
ერთი მხარე რომ დაებრაწება, ფრთხილად ვატრიალებ მეორე მხარეზე.
ასეთ შემწვარ თევზთან კარგი მისაყოლებელია მოხარშული პატარა წითელი კარტოფილი, კარაქი ბლომად და ცოცხალი დაკეპილი კამა.
სასმელს რაც შეეხება, თევზისთვის თეთრი ღვინო, ლაგერი ლუდი და მე რომ ბოლოს მიღებს და ვერა ვსვავ, გაყინული არაყი.
რავი აბა, თუ რამე გაუგებრად დავწერე, შემეკითხე და სიამოვნებით გიპასუხებ.