elchi
Super Crazy Member

     
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
|
#49525451 · 19 Dec 2016, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
WP-Rex Mr.aravin
ხალხო, შებოლილი იხვი გამოვიდა რაღაც ფანტასტიკა. კაი მსუქანი იყო, ავაჭერი ცხიმი და კურტუმოც ზედ მივაყოლე, ეგ ყველაფერი ზედა თაროზე დავაწყვე და კვატია შუა თაროზე გავჭიმე.
ვაშლის ნაფოტზე ვბოლავდი, ასევე თასში მქონდა ჩასხმული თეთრი ღვინო, კერძოდ კალიფორნიის შარდონე.. სადღაც 3-4 საათი ვბოლავდი და ისე გაპიწკინდა დაჭრა მენანებოდა.LOL
იმ "თხის" სახელს ვერ დავწერ, ჩაქაფული რისგანაც გავაკეთე, დამიშენენ მერე ქალები, მაგათი თავი კიდევ მე არა მაქვს. წითელი ტყემალი მქონდა საყინულეში და ტარხუნამ მომიღო ბოლო. ძალიან ძვირია კაცო.
north
ხორცს დაუშვი მარილი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, 4-5 ცალი დაფნის ფოთოლი, რგოლებად დაჭრილი წითელი ხახვი და დაასხი თეთრი მშრალი ღვინო, ან ლაგერი ლუდი. შეინახე მაცივარში ერთი ღამით და მეორე დღეს შეწვი შამფურებზე.
თევზზეც იგივე ჰქენი, ოღონდ ღვინის მაგივრად ლიმონი მოაწურე ან LIME-ი, ბევრი არ მოგივიდეს, თორემ აგიმჟავდება. თევზი ნაკვერცხალზეც შეგიძლია შეწვა, ან ტაფაზეც, ცხელ ზეთში. ფქვილში არ გააგორო თევზი, ზეთში შეწვი. ცოტა რომ დაიბრაწება ორივე მხრიდან, ალყაალყა დაჭრილი ხახვი დააყარე და ისე ჰქენი, რომ ჩაიშუშოს ხახვი. სუფრაზე როცა მიიტან, ლიმონი და ოხრახუშის ღერები შემოულაგე გარშემო. * * * ცოტა გამხიარულდით. ეს ამბავი შარშან დავწერე.
ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ, შანსი არაა, რამდენი გამახსენდება, სიცილით ვიგუდები.
იცით უკვე რაც მჭირს, ვითიშები მთლიანად, როცა ვთევზაობ, ანუ სხვა სამყაროში მივდივარ.
სეზონის გახსნიდან რამოდენიმე დღე იყო გასული, ვდგევარ ჩემთვის და ჩემს ჭიას ვახარებ.
კაციშვილის ჭაჭანება არ არის ტბაზე, რადგან თავსხმა წვიმაა და მხოლოდ ჩემნაირი დარეხვილი თუ დადგება კალმახის დასაჭერად.
ტყლაპოა ყველგან, თან ცივა და ფეხი ცურავს ისე, ფიგურულ სრიალში ყველა მსოფლიო ჩემპიონს აჯობებ.
ვაარ ჩემთვის.
გავიხედოთ და მასტი შემოდის თეთრი ბოტასებით, ხელში უკავია გრძელი ცელოფანის პარკი, რომელზეც იმ მაღაზიის კოორდინატებია გამოსახული, სადაც შესვლისას დასანახად ვერ მიტანენ, რადგან ყველა შესვლაზე მილიონი შეკითხვით შევდივარ, თან კომუფლირებული ოც ლიტრიანი "ვედრა" უჭირავს.
ნუ საინტერესო რამე რომ უნდა მოხდეს, ეგ უკვე მივხვდი.
ცარიელია იქაურობა.
მოვიდა და გვერდში დამიდგა.
მეკითხება, როგორია თევზის აქტიურობაო, თან ისე გადმომხედა, ახლა გაჩვენებ შენ როგორ უნდა თევზის დაჭერაო.
რა უნდა უპასუხო ეგეთს?
როგორც ყოველთვის ყრუ-მუნჯის როლი სრულყოფილად შევასრულე.
არადა მაინტერესებს რა აქვს იმ ცელოფანში.
გადმოატრიალა "ვედრო", დააჯდა ზედ და თოფრაკი რომ გახსნა, მერე დაიწყო სანახაობა.
უყიდია 7-8 დოლარიანი ჩინური აღჭურვილობა, ჰოდა იმ პაკეტში, ყველანაირი გამოუსადეგარი ხარახურა ალაგია.
აპირებს წყალთან ახლოს ჩასვლას პლასტმასის სპინინგით.
გაუცდა ფეხი და დაეშვა ამ მოლიპულ ფერდობზე ლიწინ-ლიწინით.
ტრაკი და ზურგი ხომ გაიტალახიანა.
ფეხები წყალში რომ შეჰყო, შიშმა იმძლავრა, გადმობრუნდა გულმკერდზე და ძაღლური "ცურვით" ამოვიდა ზემოთ.
ხმას არ ვიღებ, არადა ცოტა მაკლია, რომ არ დავიხრჩო.
ერთი სული მქონდა ხარხარი ამეტეხა.
იმ პატარა წყალში ნორმალური არ დაიხრჩობოდა, მაგრამ ეს ვიღაცა სპეციალური გამოშვება იყო.
არ ვიცი თარგმანი როგორ ზუსტად გადმოგცეთ, მაგრამ შევეცდები.
ხო ამოფორთხდა ზემოთ ტალახში ამოგანგლული და..........
ოოოოო მაი ლორდ, ვათ ვოზ დეთ?
ანუ რა ჭირი და ჯანდაბა დამემართაო.
თან თავისთვის აგრძელებს ლაპარაკს.
რიილი? აი დიდ ით? პერფექთ, ა ემ ა ჯინიოს.
ანუ გენიოსმა ბოლომდე მივაბუქსავეო.
სირიოსლი, აი ჰედ ა გრეით დეი, თქვა ბოლოს და გაეშვა.
სახესაც ვერ იწმინდავს, ჩურჩხელასავით არის ამოვლებული ტალახში.
როგორც იქნა დადგა ორივე ფეხზე, დაიწყო ალბატროსივით ხელების ქნევა, იქნებ ჭუჭყი გავიცილოო და გაგაზა გასასვლელისკენ ხელების ფართხუნით.
აბა, ეგეთ მომენტს როგორ გავუშვებდი ხელიდან?
ოე ყანა, "ვედრო" გრჩება და პლასტმასის სპინინგი კიდოთქვა.
მოუმატა ფეხის ნაბიჯს და ბურდღუნით გასცილდა იქაურობას.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|