Abidiili
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 828
წევრი No.: 222963
რეგისტრ.: 19-August 16
|
#49596370 · 29 Dec 2016, 12:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალკოჰოლური სასმელების საერთო თემა (ღვინის, პორტვეინ-გლინტვეინის, შამპანურის და ლუდის გარდა) მოკლედ რომ ვთქვათ Напитки покрепче
კონიაკი - ღვინის (ყურძნის) სპირტი კონიაკად იწოდება მხოლოდ ფრანგული წარმოების კონიაკის (cognac) რეგიონში „დაბადებული“ სპირტიანი სასმელი, ყველა სხვა „კონიაკი“ ანუ იგივე სასმელი უნდა იწოდებოდეს, როგორც ბრენდი. ძირითადი მარკები: ჰენნესი (Henessy), მარტელი (Martell), რემი მარტენი (Remy Martin), კურვუაზიე (Courvoisier), კამუსი (Camuss),
ბრენდი - ღვინის (ყურძნის) სპირტი - კონიაკისებული სასმელი, ანუ ნებისმიერი „კონიაკი“ არაფრაგნული წარმოების. ერთერთი ყველაზე გამორეული მარკა - შტრო (stroch), აქვე ჩვენი სარაჯიშვილიც (Sarajishvili)
არაყი - ყურძნის (ჭაჭის), ხორბლის ან ხილის სპირტი რუსული და უკრაინული - ძირითადად ხორბლის და კედრის არყები, იშვიათად თაფლის ფინური, პოლონური არყები (უმეტესად ხორბლის, იშვიათად ხილის-ძირითადად მაყვლის, ხშირად შაქრის) ქართული - ყურძნის, ხორბლის, ხილის, თაფლის... იაპონური - საკე (ბრინჯის) და მექსიკური - ტეკილა (კაკტუსის) სტალიჩნაია, რუსკი რაზმერ, რუსკი სტანდარტ, ხლებნაია, ხლებნი დარი, ნემიროვი, მედოფი, მეგოვუხა, ზელიონაია მარკა, ხორწიცა, პერცოვკა, აბსოლური, ფინლანდია, დანზკა, სობიესკი, ბალუ, ბელუგა, სმირნოვი; გომი, გრუმი, ივერიონი, უშბა და ჭაჭის უამრავნაირი ვერსია
ვისკი - ხორბლის სპირტი ირლანდიური ვისკი ხორბლისგან მზადდება, ხოლო შოტლანდიური ჭვავისგან, არის კიდევ კანადური (Seagram's) და ამერიკული (აშშ) (Jack Daniels), ამერიკული ვისკის კატეგორიაა ბურბონიც (კონიკაი-ბრენდის ამბავში). შესაბამისად ვისკის შოტლანდიური სახეობაა სკოჩი (scotch) ვისკები: Mideleton, Jamesson, Avoca, Brennars, Cunphys, Golden Irish, Grace, Murphy’s, O’briens, Old Dubllin, Label, Greenore სკოჩები: Mortlach, Glen Moray, Laphroaig, Talisker, Glenfiddich, Chivas Regal, Teachers, Johnnie Walker, James Wiliamson’s
რომი - შაქრის სპირტი ბრიტანული წარმომავლობის სასმელი (ინგლისელი მეზღვაურების საყვარელი სასმელი - იყო იაფი ანუ ხელმისაწვდომი და გრადუსიანი) ცნობილი ბრენდები: Bacardi, Cacique, Chamarel, Green Island, Havanna Club, Lamb’s, Seagrem’s, Stroch, Woods
ლიქიორი / ამარეტო ლიქიორი, იგივე ღვინის სპირტის, არომატული სასმელი: Chartreuse, Violette, Damanovka, Glenfiddich, Damianna, Qi ამარეტო, სპირტიანი სასმელი ნუშის ექსტრაქტით, ნუშით Amaretto Sour, Almond, Orgasm, Aalabama, Cranberry kiss, SUNSET (იტალიური)
ვერმუტი - არომატიზირებული სპირტიანი სასმელი, ძლიერი სასმელის გასაზავებელი საშუალება, საკოქტეილე მასალა... ყველაზე ცნობილი წარმოამდგენელი მარტინი (Martini) ჯინიც ვერმუტის მსგავსად სპირტიანი სასმელია, საკოქტეილე მასალა.
--------------------
...
|