როგორ ხართ, კულინარებო, გურმანნო, შემოქმედნო, წიგნის თანაავტორნო (მასტერ, ეს ერთი და სხვა მრავალი, მომელოცოს!), კრიტიკოსნო და...
მჭადის ფქვილის დანიშნულებების მკვლევარნოც

მომენატრეეთ!
გიქებთ ნახელავს ყველას!
ახლა საქმე -
გავაკეთე კოკ-ო-ვენი ჩვენი johnnie -ს რეცეპტით ოჯახურ წვეულებაზე თავის მოსაწონებლად "რადგან ვწვალობ, ჯანდაბას, ამაზეც ვიწვალებ და გაგაოცებთ" - პრინციპით. ფოტოზე ბოდიში, ვერ მოვიცალე, რომ გადამეღო. უცებ, ერთი ბატალიონი სტუმარი აღმოჩნდა ჩემ სახლში
შთაბეჭდილებები: -
დადებითი - საუცხოო პირდაპირი მნიშვნელობით, - არაჩვენებური, განსხვავებული, ჩვეულ ქართულ-ტრადიციული გემოვნური თვისებებიდან გადახვეულ-გადმოხვეული, მაგრამ ძალიან გემრიელი!
უარყოფითი - ჩემმა ტრადიციულმა, კახურმა, დევის სისხლა საფერავმა ერთიანად გააშავა სოკოცა და ხორციც

. ქამას ქუდები კაკლის მურაბებივით გამოიყურებოდნენ

არადა, ჯონმა რეცეპტში ორჯერ გაიმეორა- ღვინომ ყველაფერი უნდა დაფაროსო!!! მეც გულუხვად და ბარაქიანად ვასხი

სტუმრების პირველი რეაქცია : - ეჭვი (ჩვენი დაშლა და წასვლა უნდათ?!).
საბოლოო რეაქცია: - ცარიელი კეცი (ვერ აიტანა გულმა მთლად ტრადიციებიდან ამოხტომა და მამაპაპური ჭურჭლით მივიტანე ცხლად).
ძალიან კარგი იყო, მაგრამ მგონი მაინც არ გამოვიდა ის, რაც ჯონის რეცეპტით უნდა გამოსულიყო.
ვფიქრობ, გემო ჩემი ქმრის ცრემლებმა შეუცვალა, რომელიც მაშინ გადმოსცვივდა, ქათმის ხორცში 200 გრამი მისი ნაფერებ-ნალოლიავები შინაური კონიაკი რომ "ჩავათხლიშე" და თან დავაშრე

)).
პრინციპულად არ გასინჯა კერძი - არ მინდა შენი შავი ქათამიო და თან მერე ყველას ეწუწუნებოდა, რაში დამიხარჯა ოქროსავით კონიაკიო! )
მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
მადლობა, Johnnie Walker მაგრამ, ისე, საფერავის ნაცვლად, აქ, ჩვენთან, რომელი ღვინო იქნება უმჯობესი, ასე რომ არ შუცვალოს ფერი კერძს და თან გემრიელიც იყოს?