ferminaფრიტიურნიცა თუ გაქვს გაცილებით ლამაზი გამოდის
რეცეპტი საკმაოდ მარტივია:
წონები არ გამიკონტროლებია,
ინგრედიენტები ფრთები რომლებსაც ვჭრით ორ ნაწილად, პატარა ბარკალივით როა ერთ ძვლიანი და ორძვლიანი ფრთა, და გულმკერდი, გუმკერდს ვჭრი წვრილად...
მოაყარე მარილი, სასურველია არაიოდიზირებული, შავი პილპილი სასურველია ახლად დაფქვილი, პაპრიკა, წითელი დაფქვილი წიწაკა, ცოტა დაფქვილი ნიორი, და რაიმე სუნელი რომელიც გამზადებული იყიდება და აწერია რომ ქათმისთვისაა + ძმარი... კარგად შეზილე ყველაფერი ძლიერად , მოატავსე ემალირებულ ან შუშის ჭურჭელში, გადააფარე კულინარიული ცელოფანი თუ რაც ქვია და შეინახე მაცივარში 1 ღამით...
ამოსავლებად დაგღირდება ფქვილი, კვერცხი, და სიმინდის ხრაშუნები (ხლოპია) უშაქრო (კაფრურში ვერ ვნახე უშაქრო, გუდვილში ქონდათ), საფანელი

ხლოპია დაფშვენი და დაუმატე საფანელი.
ამოავლე კვერცხში, მერე ფქვილში, მერე ისევ კვერცხში და მერე ხლოპია+საფანელის ნარევში
შეწვი ბლომად ზეთში...
ძალიან ცხელ ზეთში რო ჩავუშვი ეგრევე გაშავდა ამიტომ მერე დავამუღამე რო ადუღდება ზეთი დაუწიე ცეცხლს და ისე შეწვი... ჯობია დააფარო ასე უფრო კარგად გამოიწვება შიგნით და სისხლიანი არ იქნება და შედარებით ნაკლებად გაშავდება ...
მგონი სულ ესაა