რთულის ადვოკატად მე ვერ გამოვდგები, მაგრამ...
მისი ქების საფუძველი ის არის, რომ მისი რეცეპტები ყოველთვის უტყუარია, ყოველთვის გამოდის!
არასდროს ეზარება რეცეპტის დახვეწა, მრავალჯერ გაკეთება და საუკეთესო ვარიანტის სხვებისთვის გაზიარება!
არასდროს ეზარება სწავლება და კითხვებზე პასუხის გაცემა!
მგონი ცოტა არ არის!
ავთენტურ რეცეპტებს რაც შეეხება, რა საკვირველია, რომ რესტორნის მზარეულების კურსში ავთენტური რეცეპტები არ იყოს?!
ეს ბიზნესია და არა ეთნოსამზარეულოს კურსი...
რა თქმა უნდა, რომ მათ გათანამედროვებულ, ადაპტირებულ ვარიანტებს მიაწვდიან.
ავთენტურ რეცეპტებს კი ათასში ერთი მოიძიებს, მხოლოდ ძალიან ნიჭიერი და ძალიან მონდომებული!
ამას დასადასტურებლად ნებისმიერ რესტორანში შევლაც კმარა -
გინდა მენიუ, გინდა სერვირება, გინდა გემო - ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს!
და ავთენტურ მეგრულ ხარშოს და ელარჯს სამი კილო სულგუნით, ისეთი ცხოვრება მოვიდა, მგონი ყველაზე ცისფერსისხლიანი მეგრელებიც აღარ აკეთებენ...
ახლა ხარშოს რაც შეეხება, ჯერ ერთი მანდ არ წერია, რომ მეგრული ხარშოა,
მეორე - ძალიან ბევრ რეცეპტში შემხვედრია ცოცხალი მწვანილიც, ცოცხალი პამიდორიც და
გაგიკვირდება და ტყემლის საწებელსაც კი წავაწყდი ერთგან.
მჭადის ფქვილს საცივსაც კი უმატებენ და ყველამ იცის, რომ ნიგვზის ეკონომიისთვის
და არ გამკვირვებია, თუმცა ამაზე ხშირად მომისმენია მეგრელი დიასახლისების აღშფოთება ...
და მესამე, ყვითელი ყვავილი შეიძლება თვითონ სტუდენტს გამორჩა კონსპექტის ჩაწერისას...
მწვანე აჯიკის შემადგენლობა იქვეა მითითებული, მხოლოდ სახელი რომ ეწეროს, მაშინ იქნებოდა გაუგებარი.
მოკლედ, არ გეწყინოს, მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა,
მითუმეტეს, არასწორად მიმაჩნია, როცა თვითონ არ შემოდის ადამიანი და მის არგუმენტებს ვერ მოვისმენთ, მისი გაკრიტიკება...
იმაში კი ნამდვილად გეთანხმები, რომ ძირძველი რეცეპტები არ უნდა დავამახინჯოთ,
მაგრამ ეგ გარდაუვალი მგონია მაინც...სამწუხაროდ...