wiedersehenმე დავდე წინა თემაში რეცეპტი.
ძალიან კარგი გამოდის თუ ოდნავ მაინც გაქვს გამოცდილება ცომთან ურთიერთობის:)
ერთმა მომწერა არ გამომივიდაო და უხერხულად ვიგრძენი თავი:(
მოვძებნი თუ გინდა...
აი, ვიპოვე...
300მლ. თბილ რძეში ჩავყაროთ 2 ჩ.კ.საფუარი, 100გ. შაქარი, 2/3 ჩ. კ. მარილი, ვანილი, 1 კვერცხი, 1ს.კ.ზეთი და კარგად მოვურიოთ. ჩავამატოთ 600 გ. ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ბოლოს შევაზილოთ 50გ. გამდნარი კარაქი. სითბოში დავდგათ. როცა აფუვდება, ოდნავ ზეთიან ზედაპირზე გავყოთ 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული მოვაგუნდაოთ და ვაცალოთ აფუება. მერე ვაძლევთ, სასურველ ფორმას, ისევ აფუშფუშდეს და გამოვაცხოთ. ზემოდან მე კვერცხი წავუსვი და შევდგი ელექტრო ღუმელში 250°. ზე 25 წუთი.
დღესაც ისეთივე ფუმფულა და გემრიელია, როგორც გუშინ.
ყველაფერი ზუსტად აწონეთ და აუცილებლად გამოგივათ. ხო, დამავიწყდა...საცხობი ქაღალდი დაუფინეთ.
უი, რა გამომრჩა....თუ ტკბილი გიყვარს, შაქარი ცოტა მეტი გაუკეთე.
ამ რაოდენობით ძალიან ტკბილი არ არის. ასევე შეგიძლია ჩაამატო ქიშმიში. ძალიან მოუხდა, ან სქელი ჯემი..
აგერ სურათებიც
დღეს გავაკეთე N°45This post has been edited by la reine on 5 Mar 2017, 01:35