iosebovich მე დაგიწერ უმარტივეს რეცეპტს, რომელიც სულ გამოდის:
ბლინების ცომი:
3 კვერცხი
3 ჭიქა წყალი
2 ჭიქა ფქვილი. (რა ზომის ჭიქითაც აიღებთ წყალს, იმავეთი უნდა აიღოთ ფქვილიც).
1/2 ს.კ მარილი.
მაინცდამინც საჭირო არ არის, მაგრამ სანამ "დაამუღამებთ", 1 სუფრის კოვზი ზეთიც დაამატეთ ცომს.
მოკლედ, კვერცხი გათქვიფეთ, წყალი და ზეთი დაასხით და ფქვილი და მარილი ჩაყარეთ. კოვზით რომ გახსნით, მერე მიქსერით ათქვიფეთ ეს მასა, რომ სულ ერთგვაროვანი იყოს. არავითარი კოშტები!
თუ ბლინის საცხობით აკეთებთ, ჩვეულებრივ, მის თეფშზე დაასხამთ მასას და გამოსაცხობს ჩადებთ. აუცილებელია, რომ ყოველი მომდევნო ბლინის წინ ცომის მასა კარგად აირიოს. ფქვილი ქვემოთ რომ არ დარჩეს, წყალი კი ზემოთ.
თუ ტაფაზე უნდა გამოაცხოთ, ტაფა გაახურეთ მაგრად და ზეთი მოსუვით ყველგან ქაღალდის ხელსახოცით. ეს მე მარტო პირველ ბლინზე მჭირდება ხოლმე, მერე მიდის უპრობლემოდ. ტაფაზე ცომს დაასხამთ პატარა ყავის ჭიქით, ტაფას მიატრიალ-მოატრიალებთ, რომ ფსკერი შეივსოს და ზედმეტს მასას ისევ ცომის ჯამში გადმოღვრით. ეს უნდა მოხდეს უსწრაფესად! მაგ დროს ტაფაზე მხოლოდ "ქერქივით" ეკვრება ცომი და გამოდის თხელი. გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე . რამდენიმე წუთში ნახავთ, ბლინის ზედაპირი შეშრება, ნაპირები კი გვერდებიდან აძრობას დაიწყებს. აი, მაგ დროს, დანის წვერს შემოვატარებ ხოლმე გვერდებს, რომ თუ რომელიმე დარჩა მიკრული, მოვხსნა და გადმოვაგდებ თეფშზე -ტაფას გადმოვაბრუნებ და თავისით ვარდება.
მთავარი წესი - ყოველი მომდევნო ბლინის ჩასხმამდე ცომს უნდა მოურიოთ კარგად.
დამატებითი რჩევა - თუ ბლინი მაინც მიიკრა ტაფამ, ტაფის ბრალია და არა თქვენი. ცოტა ხნით შეაჩერეთ პროცესი. ტაფაში წყალი ჩაასხით, რომ მიკრული მასა დალბეს და რბილი ღრუბლით მოაშოროთ. არავითარ შემთხევევაში ძალით არ გაფხიკოთ და არ გახეხოთ! გარეცხილი ტაფა მერე ძალიან კარგად უნდა გააცხელოთ და ზეთი ისე მოუსვათ, ცხობის ხელახლა დასაწყებად. თუ ეს პროცედურა დაგჭირდათ, მაშინ პატარა ლამბაქით ზეთი მოიმარაგეთ და ყოველი მომდევნო ბლინის დასხმამდე ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით ხოლმე. სხვანაირად, შეიძლება ისევ მიიკრას

.
წარმატებები თქვენ.
შედეგები გვითხარით, გამიხარდება თუ კარგ ბლინებს გამოაცხობთ.
ხო,
ხორციანი გულსართის ამბებში გარკვეული იქნებით და აღარ ვწერ.
თუ ვინმეს დასჭირდება, კი შემიძლია დავწერო
This post has been edited by aninia on 5 Apr 2017, 11:30