MasterJCგაიხარე.
s@likun@ მეც დაგიწერ მარტივ რეცეპტს. ასე ვთქვათ, ზარმაცის რეცეპტია. ათასჯერ რო არ უნდა ჩაზელა, ისედაც მშვენიერი გამოდის.
საერთოდ არ ვწვალობ ცომთან დაკავშირებით. როგორც ნამცხვარს, ან უფუნთუშებს ვაცხობ, ისე ვაკეთებ. დრო და ფაციფუცი კი უნდა, უამისოდ ხომ არც არფერი გამოდის

.
გამომცხვარი პასკების რაოდენობა არ დამითვლია, მაგრამ ბლომად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, მზა პასკები რომ იყიდო იმ თანხით,
რასაც მასალაში დახარჯავ, ამაზე 2 ჯერ ნაკლები მოგივა.
პასკა
აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე მიხაკი-დარიჩინი, მუსკატი, კარდამონი (ილი) დამტვრეულ-დაჩეჩქვილი მოვათავსოთ ქილაში, დავასხათ 100-150გ კონიკი ან არაყი და თავი დავახუროთ. მე დაფქულს არ ვიყენებ, გადაწურვისას მაინც ძვრებიან სუნელების ნამცეცები და მერე ცომში მოჩანან.
მასალა (1 პორცია)
20 კვერცხი
2,5 კგ შაქრის ფხვნილი
1 კგ კარაქი ან მარგარინი ( ვისაც მეტად სველი და მძიმე პასკა უყვარს, კიდევ 500გ მარგარინი უნდა დაუმატოს)
1 ლიტრიანი ქილა მაწონი
3 ლიტრი რძე
5 პაკეტი ვანილი
3 ს/კ საფუარი (მშრალი)
1 ცალი მოზრდილი ლიმონი
8 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
ზეთი - 0.5 მოსაზელად ხელის დასასველებლად.
250 გ გამდნარი მარგარინი, თუ ლითონის ფორმებში აცხობთ, მის დასამუშავებლად.
ქიშმიში, ცუკატი და სასურველი გულსართი - თქვნი გემონებით. მე 0.5 კგ ქიშმიშს ვუკეთებ, რომელსაც ცომის მოზელვამდე რამდენიმე საათით ადრე გავარჩევ, ადუღებულ წყალს დავასხამ და რამდენიმე წუთის შემდეგ გადავწურავ. დავყრი ხელსახოცზე, რომ ზედმეტი წყალი მოშორდეს.
წინა დღეს, ყველა ინგრედიენტს ერთ თბილ ოთახში ვალაგებ. ყველაფერი უნდა იყოს თბილი, მათ შორის ჭურჭელი, რომელშიც იმუშავებთ.
ვიწყებ დილითვე

. ვამზადებ ე.წ ხაშს - პატარა მომინანქრებულ ქვაბში ვყრი საერთო მასალიდან აღებულ 1 ჭიქა შაქარს, 0.5 ჭიქა ფქვილს, საფუარს და ვსხამ 1.5 ჭიქა თბილ (არავითარ შემთხვევაში ცხელ, ცხელი მასალა საფუარს კლავს) რძეს. კარგად მოვურევ, გავხსნი და ვდგამ ასაფუებლად.
ამასობაში ვიღებ მოზრდილ თასს, ვათავსებ მასში კვერცხის მთელ განცალკევებულ ცილას და როგორც ნამცხვრისთვის, მიქსერით ბეზე ამომყავს, ვამატებ ჭიქობით შაქარს და კვერცხის გულს. კარგად ვთქვეფ გოგოლიმოგლს და ისევ მიქსერით ვაგრძელებ მუშაობას.
ვადნობ მარგარინს და ვურევ გოგლიმოგლის მასაში. ვამატებ მაწონს და ისევ ვურევ.
ვხეხავ ლიმნის ცედრას, ცალკე ვწურავ ლიმნის წვენს და ვამატებ + ქიშმიში + ვანილი + სუნელების ქილიდან გადაწურული კონიაკი - მხოლოდ სითხე.
გადავდეთ მიქსერი - აღარ გვჭირდება

მასალაში ვასხამ რძეს და ხაშს. კარგად გავხსნი ყველაფერს და მერე ამ მასას დიდ, თბილ ქვაბში გადავასხამ, რასიც საბოლოოდ მოიზილება და გაფუვდება. ვიწყებ ფქვილის დამატებას და ხელით ვზელ ცომს.
ფქვილი ხან 2-3 ჭიქა მეტი მომდის, ხან მაკლდება. ეს მის ხარისხზეა დამოკიდებული. ნუ, ცომი ნაზი უნდა იყოს და ოდნავ ჩვილი, მოზელა არ უნდა გიჭირდეთ.
დროდადრო ხელებს ვისველებ ზეთში და იმდენს ვზელ, რომ ცომი მოშორდეს ქვაბის კედლებს. ვდგამ სითბოში, ვფუთავ და ველოდები აფუებას.
ამ პერიოდში ვიღებ ფორმებს, რაშიც უნდა გამოვაცხო, ძირზე ვუფენ პერგამენტს, ან როცა არ მაქვს, ჩვეულებრივ, A4 თეთრ ქაღალდს და ყველა ფორმას ვუსვამ გამდნარ მარგარინს ძირზე და კედლებზე. (ზეთს არ ვუსვამ ფორმებს, მერე ზეთის სუნი აღარ მომწონს მოსაკბეჩად გამზადებულ პასკის
ნაჭერზე

).
ცომი კარგად რომ ამოვა, ზეთიანი ხელებით ვიღებ გუნდებს და ვაგდებ გამოსაცხობ ფორმაში. ცომმა უნდა დაიკავოს ფორმის 1/3 ზე ცოტა მეტი, მაგრამ არა ნახევარი. ვცდილობ, ისე ჩავაგდო, რომ ზევითა მხარე მომრგვალებული ჰქონდეს და დაველოდები ფორმაში მის აფუებას.
ფორმას რომ შეავსებს ცომი, შევდგამ გამოსაცხობად საშუალო ცეცხლზე.
მერე, უკვე, თქვენ იცით, როგორ მოკაზმავთ და მორთავთ

ხო, სანამ პასკების პარტია ცხვება,უქმად რომ არ ვიყო და ცნობისმოყვარეობის გამო 1000ჯერ არ შევიჭყიდო ქურაში, ცომს ვაბრტყელებ, ვდებ ქურაში გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე, ვუსვამ ხილფაფას, ზემოდან ვფარებ ფორმებად დაჭრილ სხვა ცომს, ვუსვამ კვერცხი გულს და ამოფუების შემდეგ ამსაც ვაცხობ. ანუ -ე.წ "პეროგებს".
კიდევ, მოხალულ ნიგოზს ან მიწისთხილს ვატარებ ხორცსაკეპში, ვურევ შაქრის ფხვნილს, 2-3 კვერცხის ცილის ბეზეს, ვანაწილებ გაბრტყელებულ ცომზე, ვახვევ რულეტივით, ზემოდან ფუნჯით გადავუსვამ ცილისგან მორჩენილ კვერცხის გულებს და ვაცხობ.
მოკლედ, ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია. ცომი ბლომად გექნებათ ექსპერიმენტებისთვის
წარმატებები.
This post has been edited by aninia on 11 Apr 2017, 11:45