სალამი ლუდისტებს,
დაახ. 2 წელია მე და იოჟიკა თეორიულად ვსწავლობთ ამ საკითხს. იუთუბის ვიდეოებიდან დაწყებული ლიტერატურით დამტავრებული და მარტის ბოლოს მე და ბატონმა იოჟიკამ გადავწყვიტეთ დიდი ხნის სურვილი აგვესრულებინა - მოგვეხარშა ლუდი

და რასაკვირველია IPA.
დავიწყეთ ცოტათი. გამოვიწერეთ გერმანიიდან ინგრედიენტები და ხარშვისთვის საჭირო აქსესუარები. თავიდან სატესტოდ 20 ლ ლუდისთვის საკმარისი
4,0 kg Pale Ale Malz
0,5 kg Carapils
50 g Hopfen Centennial (12,3 % Alpha)
100 g Hopfen Cascade (6,8 % Alpha)
1 Pack Hefe Safale US-05
პირველი სატესტო მოხარშვა 5 ლიტრზე გადავწყვიტეთ, რაიცი რა მოხდებოდა
მინდა გითხრათ რომ თვითონ ხარშვის პროცესი უმაღლესი კაიფია... მართალია დავიღალე 4 სთ ტემპერატურის კონტროლით, მორევით, იოდის ტესტირებით, წურვით, ხარშვით, ფილტრაციით, მაგრამ ღირდა წვალებად.
მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავად გავართვი თავი ყველაფერს. რაღაც-რაღაცეები დავამუღამე და მომდევნო მოხარშვაზე ამასაც დავხვეწავ.

3 დღე დუღდა და გაზის გამოსვლა რომ შეწყდა წავიდა ჩამოსხმა.

ბოთლები მომარაგებული გვქონდა, მადლობა ჰაკერ-ფშორს ამ ბოთლებისთვის. რეცხვა, დეზინფექცირება, 120 გრადუსზე ღუმელში გამოწვა და ლუდიც ჩამოისახა.
8,5 % იყო რომ გავზომე.
This post has been edited by [LoD]-Bagra on 15 Jun 2017, 15:06