“ადამიანები, რომლებიც დღეში იღებენ ორ პინტა ლუდს ან ორ ჭიქა ღვინოს, თურმე გაცილებით ჯანმრთელნი და ბედნიერები არიან, ვიდრე ფხიზელი ცხოვრების წესის მიმდევრები, ” – ნათქვამია The Sun-ის ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც პარიზის Public Assistance Hospitals– ის ბოლოდროინდელ კველვას ეფუძნება.
გასათვალისწინებელია, რომ პარიზის Public Assistance Hospitals – ის დოქტორმა ბორის ჰანსლემა და მისმა გუნდმა 18 წლის ასაკის ზევით ათასობით მამაკაცის და ქალის ცხოვრების სტილი და მათ მიერ სასმელის მოხმარების სიხშირე გაანალიზეს და შესაბამისი შედეგებიც მიიღეს.
კვლევის თანახმად, ლუდისა და ღვინის მოყვარულები შედარებით ნაკლები სტრესის ქვეშ იმყოფებიან, ხასიათდებიან დაბალი არტერიული წნევით, აქვთ გაცილებით ჯანმრთელიშინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და ფილტვები, და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიით.
ფრანგი მკვლევარების განმარტებით, ყველა ვინც ლუდს სვამს, ცდილობს მეტი ივარჯიშოს, რათა წონაში მომატება თავიდან აიცლოს. ალკოჰოლი კი თავისმხრივ, ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს ცირკულაციას და ხელს უწყობს რელაქსაციას, ერთი სიტყვით, აჯანსაღებს ორგანიზმს. ამასთან, ისინი ვარაუდობენ, რომ ზომიერი მსმელები შეიძლება იყვნენ უფრო მდიდარი, გაცილებით ჯანმრთელნი და მათ არ ემუქრებათ გულ-სისხლზარღვთა დაავადებები,
ასე რომ, დალიეთ ლუდი და იყავით ბედნიერი! გემრიელი შაბათი და კვირა
