დღეს მოვიგონე სუპი და რაც მთავარია, უუუგემრიელესი გამოვიდა, ანუ კიდევ გავიმეორებ
ინგრედიენტები: მწვანე ბარდა, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბულგარული,
ხახვი, ნიორი, ქინძი-კამა-ოხრახუში, მარილი, ცოოტა ზეთი.
მომზადება: არაფერი ითუშება, არაფერი იხრაკება, ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება.
თანმიმდევრულად, რა თქმა უნდა, ჯერ ბარდა, შემდეგ ხახვი. მთავარია, ძალიან არ მოხარშო სხვა დანარჩენები.
+ ბროკოლი და ყვავილოვანი ასიმეტრიულად და მოზრდილად უნდა ჩააგდო, ძალიან არ უნდა დაკეპო.
დედა, ეს რა გემრიელობა გამოვიდა. ვიზუალურად არაა ლამაზი, ჩვეულებრივი სუპია რა.
გემო აქვს საინტერესოდ მყუდრო, საყვარელი, ჰარმოიული(ამას ვერასდროს ვიცავ, სხვა და სხვა გემოზე გამირბიან ხოლმე)
იმედია, მეორე ცდაზეც ასეთი გამოვა.
პ.ს. მისაყოლებლად მოუხდა შავი, ძველი და მომჟავო პური.
თეთრი, ახალი პური გააბანძებდა.
ბოლოს რომ გამოვიგონე, იმან არ გაამართლა, ყველას ფაღარათი დაემართა.
ამიტომ დავანებე თავი და ამან რომ გაამართლა, ისევ მომეცა მუღამი.
This post has been edited by ______ on 21 Oct 2017, 22:55