შენც, ბრუტუს?
წარმატებები.
გურიაში ყოფნისას რაღაცები გავაკეთე;
პირველ სურათზე. მარცხნიდან: სვანური მარილი - 2 სხვადასხვა რეცეპტით, აფხაზური აჯიკა

მეორე ფოტო. მარცხნიდან: ზეთში, სუნელებში და კიდევ რაღაც-რუღაცებში მოთუშული ბულგარული წიწაკა, რომელიც სოფა-ს სამწნილე წიწაკასავით იმდენად უცნაურად გემრიელი და პიკანტური გამოვიდა, ვერ ვჩერდებოდი, სულ ვჭამდი;

მერე - ზეთიანი აჯიკა ვომანლ-ის რეცეპტით.

საჭმელებზე ბევრი არ მიშრომია, მხოლოდ ადესის კომპოტი გავაკეტე ცალკე და მერე - მსხალტან კომბინაციაში, მაგრამ მხოლოდ 1-1 ქილა. სამაგიეროდ, ეზოში ვიშრომე ბევრი. ადესა, მართალია, ბევრი არ იყო, მაგრამ სუ მარტომ დავკრიფე-დავწურე-დავაყენე (მერე 2 დღე მეზობელსაც ვეხმარებოდი კრეფაზე). ტკბილი არ ამიღია - მე არც გამიკეტებია არასოდეს და თან დამეზარა ჩალიჩი. პლუს - დიდად არც მეცალა. მეზობლებმა კი შემომთავაზეს დახმარება, მაგრამ ფელამუში მე არ მეჭმება და არ ვაწვალე არც ისინი. სამაგიეროდ, ტკბილი სასმელის ("სოკი") პონტში დავადუღე ადესის ნატურალური წვენი ჩემი მეთოდით: დაკალულ მარცვლებს დავასხი წყალი, ავადუღე, გადმოვწურე წვენი და მერე ისევ ტავიდან წამოვადუღე. თან დავუმატე შაქარი და ცოტა ვანილიც. ამჯერად ლიმონი არ მქონდა, მაგრამ უმაგისოდაც გამოვიდა ბომბა-სასმელი, რომელზეც რიგი დამიდგა სამსახურში.

გაისად ბევრად მეტს დავადუღებ და ლიმონსაც გავითვალისწინებ. თან შაქარიც ბევრი მომივიდა და წვენიც ძალიან სქელი იყო - ცოტა წყალს ნამდვილად გაირევდა. ახლა ცოტა ალადასტური დამხვდება და იმასაც დავაკომპოტებ, ან იქნებ, ეგეც დავადუღო.
This post has been edited by tavadze on 29 Oct 2017, 02:02
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".