nia4uLevan_Lionპანჩო

5კვერცხი, მწიკვი მარილი და ერთი ჩ.ჭ. შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე..მერე რომ არ გამომრჩეს. ყველაფერი იზომები ერთი და იმავე ჭიქით. მე 250გ-იანით ვაკეთებ...
ხო, ამ ათქვეფილ მასას ვამატებთ ვანიკს, ზეთს, რძეს, 1ჩ.კ. სოდას ძმრით, ბოლოს 2,5 ჭიქა ფქვილს.
ამ ცომს ვყოფთ ორად და ერთ ნაწილს ვამატებთ 1-2 ს.კ. კაკაოს.
ცხვება დიდი ზომის საცხობ ფურცელზე...ამ საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი...შემდეგ ერთ მხარეს ამოვდოთ თეფში და ფორმის დახრილ ნაწილზე დავასხათ თეთრი ცომი, შემდეგ გამოვაცალოთ თეფში და მერე მხარეს შავი..არ ვიცი ავხსენი თუ არა გასაგებად

ანუ ერთად უნდა გამიცხვეს, ერთ ბისკვიტად ორივე ფერი...ნახევარი თეთრი იქნება ნახევარი მუქი...
კრემი:1კგ არაჟანი და 1 ჭ. შაქარი, ვანილი..ერთხელ დავუმატე მოხარშული "სგუშონკა" და მოუხდა...
გაცივდება თუ არა ბისკვიტი, დავადოთ ფართო თეფში და ძირი ამოვჭრათ რომელიც ძალიან მაღალია და სიბრტყეზე გადაჭერით. ზედა ნაწილს და სხვა დანარჩენ ბისკვიტს დაჭრით დიდ კუბიკებად.
აიღებთ მრგვალ დიდ ჯამს, ჩააფენთ ცელოფანს და იწყებთ აწყობას...მე როგორ ვაკეთებ... სილიკონის მაშით ვიღებ ბისკვიტს, ვავლებ კრემში და ვალაკებ ჯამში, შიგადაშიგ ვაყრი ხილს...ალუბალი, ბანანი, ანანასი, ატამი, ნიგოზი, თხილი...ბოლოს ვაფარებ თხელ ფირფიტას, რომელიც წინასწარ ამოვჭერი. ზემოდან ცელოფნით ვფარავ, ვადებ თეფშს და მთელი ღამე ვდგამ მაცივარში..დილით, გადმოვატრიალებ ლანგარზე, მორჩენილ კრემს წავუსვამ და მოვასხამ გამდნარ შოკოლადს.
სულ ესაა...
უჰ, დავიღალე:ოფლისმიწმენდისსმაილი:

თუ რაღაც გაუგებარია, მკითხეთ.
უი ხო...აწყობისას, შეეცადეთ შავ-თეთრი მონაცვლეობით დაალაგოთ. ბევრად ლამაზია ჭრილში